Apple-ის macOS Sierra უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის ჩამოსატვირთად. რელიზი შეიცავს უამრავ განახლებას და ახალ ფუნქციას ახალ სახელთან ერთად. ყველაზე დიდი სიახლე Siri-ს სამაგიდო ვერსია, რომელიც ახლა უკვე სრულყოფილი აპლიკაციის სახით არის დოკში და მენიუში. თქვენ შეძლებთ iPhone-ის მსგავსად გამოიყენოთ ვირტუალური ასისტენტი, რომ მიიღოთ პასუხები თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე თითქმის ნებისმიერ თემაზე.

კიდევ ერთი სიახლე არის ფაილების სინქრონიზაცია iCloud-თან რომელიც სივრცის მართვის ახალი ინსტრუმენტებით აღიჭურვა. განახლდა ასევე Apple-ის უმთავარების აპლიკაციები, მათ შორის Photos, რომელშიც სახეების ამოცნობა გახდა შესაძლებელი და Safari სადაც AirPlay-ს მხარდაჭერა გამოჩნდა. ხელმისაწვდომი გახდა iOS 10-ის ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა iMessage-ის ანიმაციები და განახლდა ასევე სისტემური შრიფტები Apple Music-სა და iTunes-ში. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ პირადი მონაცემების და ფაილების სრული მარქაფის შენახვა სანამ საოპერაციო სისტემის განახლებას შეუდგებით.

წინა სტატიაiPhone 7-ის Lightning აუდიოს მართვის პრობლემები აქვს
შემდეგი სტატიაiPhone 7-ის რეალური თვითღირებულება

2 კომენტარი

    • მარქაფი ერთი სიტყვით თუ ვწერთ, მაგრამ შეიძლება სარეზერვო ასლის გამოყენებაც
      ბექაფი არ არის ქართული სიტვა და ვცდილობთ ქართული შესატყვისები დავნერგოთ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს 🙂

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: დავით მაჭახელიძე პასუხის გაუქმება

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი