კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც iPhone 7-ში იჩინა თავი მისი განახლებული აუდიო სისტემაა, რომელიც 3.5 მილიმეტრიან ანალოგურ გასართზე უარის თქმის მერე ერთადერთი არჩევანია. როგორც აღმოჩნდა ეკრანის გამორთვიდან 5 წუთის შემდეგ თუ მოგინდებათ მუსიკის ჩართვა (იგულისხმება, რომ მანამდე არ გქონდათ ჩართული მუსიკა) Ligthning-დან 3.5-ზე ადაპტერი და Apple-ის Lightning EarPods ავტომატურად თიშავს მედიის მართვის ღილაკებს. იგივე ხდება მუსიკის დაპაუზებიდან 5 წუთის შემდეგ. აღნიშნული პრობლემა არ აწუხებს მომხმარებლების უმრავლესობას, მაგრამ მიუთითებს ახალი აუდიო სისტემის დაუხვეწავ და არასტაბილურ რელიზზე.
ზოგიერთმა მომხმარებელმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ ეს პრობლემა, რადგანაც ჩართულ ეკრანზე მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ თუ რეალურად გაითიშა კონტროლი, მაშინ ეკრანის ანთება არ იქნება საკმარისი და მოხმარებელს მოიწევს ადაპტერის ან ყურსასმენების გამოერთება და თავიდან შეერთება. Apple-მა ოფიციალურად აღიარა პრობლემის არსებობა და მისი აღმოფხვრა მომდევნო პროგრამულ განახლებაში დააანონსა, თუმცა არ დაუზუსტებიათ სავარაუდო თარიღიც კი.