Microsoft ჯერ კიდევ Nokia-ს ტელეფონებს უშვებს. ანონსში რომელიც ამ დილას გაკეთდა პროგრამულმა გიგანტმა საზოგადობას წარუდგინა 2016 წლის Nokia-ს ტელეფონები. ახალი Nokia 216 არის ყველაზე პრიმიტიული ტელეფონი, რომელსაც Microsoft აწარმოებს და ხელმისაწვდომი იქნება ინდოეთის ბაზარზე შემდეგი თვიდან 37 დოლარად. მას აქვს 2.4 დიუმიანი QVGA ეკრანი, 0.3 მეგაპიქსელიანი კამერები წინაც და უკანაც, მუშაობს Series 30 საოპერაციო სისტემით და აქვს Opera mini ბრაუზერი. მას რა თქმა უნდა აქვს 3.5mm ყურსასმენების ბუდე.

ადვილი მისახვედრია თუ რატომ აგრძელებს კომპანია საწყისი დონის ტელეფონების წარმოებას, რადგანაც მათი ფასი და ხარისხი მილიონობით გაყიდვებს უზრუნვეყოფს. Microsoft-ს იმედი ქონდა, რომ ამისთანა ტელეფონების მომხმარებლები Microsoft-ისვე სერვისებით ისარგებლებდნენ და სხვა პროდუქტების გაყიდვები მოიმტებდა, მაგრამ სტატისტიკურად ასეთი მომხმარებლების რაოდენობა ძალიან ცოტა აღმოჩნდა. Microsoft შეგვპირდა, რომ აპირებს Lumia სმარტფონების გაუქმებას და ამის კიდევ უფრო მეტ დასტურს ვიღებთ ჯერ-ჯერობით ჭორების სახით.

ასევე ჭორებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მალე Surface ბრენდის სმარტფონსასც ვიხილავთ მომავალ წელს. მიმდინარე მომენტისთვის Microsoft Lumia და Windows 10 Mobile წარუმატებელი პროექტია, რომლის შედეგადაც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი მბილური ბიზნესის წილი კიდევ უფრო შემცირდა, რაც ათასობით ყოფილი Nokia-ს თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლების ფონზე მიმდინარეობს.

წინა სტატია4 ოქტომბერს Google Pixel გამოვა
შემდეგი სტატიაiPhone 7-ის Lightning აუდიოს მართვის პრობლემები აქვს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი