ახალი iPhone 7-ის საწყისის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 649 დოლარია. IHS Markit-ის ექსპერტებმა დაშალეს სმარტფონი და შეაფასეს მისი კომპონენტების ღირებულება მარკეტინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის საფასურის გარეშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, iPhone 7-ის საცალო ფასი თვითღირებულებაზე სამჯერ მეტი აღმოჩნდა.

დეტალები და ფასები:

  • Intel-ის მოდული – 33,90$
  • A10 Fusion პროცესორი 26$
  • დისპლეი – 43$
  • 1920 მილიამპერიანი აკუმლატორი – 2,50$
  • კამერები (ფრონტალური და iSight) – 19,90$
  • Taptic Engine დრაივი და სხვა მექანიკური დეტალები – 16,70$
  • მეხსიერება (2 გბ. SK Hynix და 32 გბ. ფლეშ საცავი) – 16,40$
  • აუდიოკოდეკი, ხმის გამაძლიერებელი, NFC ჩიპი, ბარომეტრი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, Touch ID სკანერი და სხვა ესენსორები – 14$
  • Lightning კაბელი და 3,5 მმ. გადამყვანი, კვების ადაპტერი 5 ვოლტზე და EarPods Lightning ყურსასმენები – 11,80$
  • Bluetooth, WLAN, GNSS – 8$
  • მექანიკური ნაწილი – 18,20$
  • სხვა დეტალები – 3,5$
  • აწყობა და ტესტირება – 5$

სმარტფონის ჯამური ღირებულება – 219,80 დოლარი

iphone-prices
iPhone 7-ის თვითღირებულება Apple-ის სხვა სმარტფონებთან მიმართებაში
წყაროHI-TECH.MAIL.RU
წინა სტატიაApple-მა macOS Sierra გამოუშვა
შემდეგი სტატიაYahoo-ს 500 მილიონი მომხმარებლის ანგარიში მოპარეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი