BlackBerry-ს უკანასკნელი კვარტალური შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ მოწყობილობების წარმოების შეწყვეტის შესახებაც განაცხადა. მომავალში ისინი მხოლოდ პარტნიორებისთვის შეიმუშავებენ მათ ხელში არსებული ტექნოლოგიების და გამოცდილების შესაბამის მოწყობილობებს. BlackBerry-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მომავალში არ ვიხილავთ ახალ სმარტფონებს ამ სავაჭრო ნიშნით, მაგრამ ეს უკვე არ იქნება ორიგინალური პროდუქტი და მხოლოდ BlackBerry-ს სახელით გამოუშვებენ სხვა კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ BlackBerry-ს მიერ ბოლოს გაშვებული პროექტი DTEK50 უკვე Alcatel-ის მიერ გამოშვებული და TCL-ის მიერ აწყობილი სმარტფონი იყო. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მათ უკვე გაყიდეს ლიცენზია სავაჭრო ნიშანზე და მისი მფლობელი ინდონეზიური ფირმა გახდა, რომელიც თავის რეგიონში გამოუშვებს ამ მარკის მოწყობილობებს.

BlackBerry ერთადერთია ვინც საუკეთესო კლავიატურიან და დაცულ სმარტფონებს უშვებს და უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნების კლიენტებმა უკვე დაიწყეს ალტერნატივების ძიება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ დაკარგა ისეთი მსხვილი კლიენტები, როგორიცაა შეერთებული შტატების სენატი და პრეზიდენტი ობამა.

BlackBerry-ს მთავარი ბიზნესი პროგრამული უზრუნველყოფა რჩება, მაგრამ უკვე წავიდა დაცული კორპორაციული ელ-ფოსტის დრო, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ Android-ზე. QNX პლატფორმა უკვე გაფართოვდა და თვითმართვად ავტომობილებშიც კი გამოიყენება. BlackBeryy-ს ასევე აქვს Radar, რომელიც პროგრამულ და აპარატულ კომპლექსს წარმოადგენს გადამზიდი კომპანიებისთვის, მათი ტრანსპორტის და ტვირთის რეალურ დროში მონიტორინგისთვის. რაც შეეხება BB10 საოპერაციო სისტემას, ის უკვე არ არის მხარდაჭერილი და ოფიციალურად პროექტი დახურულად ითვლება.

“ჩვენ მივუახლოვდით გარდატეხის მომენტს ჩვენს სტრატეგიაში. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მძლავრია და ჩვენი ვექტორი პროგრამული ბაზრისაკენ შემობრუნდა” – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

წინა სტატიაSpace X მარსის კოლონიზაციას აპირებს
შემდეგი სტატიაახალი თაობის Amazon Fire TV Stick-ის პულტს Alexa-ს მხარდაჭერა დაემატა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი