Space X ადამიანების მარსზე გაგზავნას აპირებს სპეციალური ხომალდით რომლის სახელია Interplanetary Transport System და გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს ეს ტრანსპორტი. ITS-ს შეუძლია 100 ტონა ტვირთის (მათ შორის ადამიანების) ტრანსპორტირება და გამოიყენებს რამდენიმე ენერგიის წყაროს მარსამდე ფრენისათვის.

ხომალდის გაშვებას 13031708 კგ. საწვავი ჭირდება რაც 40 Raptor სარაკეტო ძრავის გამოყენებას გულისხმობს. მას შემდეგ რაც ხომალდი ორბიტას მიაღწევს ამაჩქარებელი დედამიწაზე დაბრუნდება და საწვავის რეზერვუარს აიტანს, რომელიც ITS-ს მარსისკენ გასამგზავრებლად დასჭირდება. ამის შემდეგ ITS გაშლის ფრთების მსგავს მზის ელემენტებს, რომლებიც 20 კილოვატამდე ენერგიას გამოიმუშავებს.

მას შემდეგ რაც ადამიანები წარმატებით მიაღწევენ მარსის ზედაპირს SpaceX გვათავაზობს პლანეტის ტერაფორმირებას სადაც კლასიკური წითელი ლანდშაფტი მწვანე და ლურჯი პეიზაჟით იცვლება.

წინა სტატიაგამოვიდა ახალი სმარტფონი Xiaomi Mi5S
შემდეგი სტატიაBlackBerry სმარტფონებს აღარ გამოუშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი