Amazon-ის ანონსში ნათქვამია, რომ ის გამოუშვებს სტრიმინგ მედია ფლეერს შემოდგომის ბოლომდე, მსგავსად კონკურენტებისა, რომლებიც ასევე ახალ ბოქსებსა და სტიკებს ამზადებენ.
ახალი Amazon Fire TV სტიკს ექნება ოთხ-ბირთვიანი პროცესორი ნაცვლად წინა ვერსიის ორი ბირთვისა, ექნება უფრო სწრაფი 8022.11ac MIMO Wi-Fi ქსელების მხარდაჭერა და რაც მთავარია ახალი “Alexa” მართვის პულტს, რომელიც ხმოვანი ბრძანებებით ძიებასა და ახლა უკვე მოქმედებების შესრულებასაც შეძლებს. ახალი Fire TV სტიკს არ ექნება 4K ვიდეოს გაშვების საშუალება, რაც Amazon-ის Fire TV ბოქსს უკვე აქვს, თუმცა მისი სერვირის 7,000-მდე HD არხს აერთიანებს, რისთვისაც სრულიად საკმარისი იქნება სტიკის ტექნიკური მონაცემები.
მოწყობილობა წინა მოდელის ფასში 40 დოლარად გაიყიდება, თუმცა უკვე ხმოვანი პულტით, რომელიც ცალკე 10 დოლარი ღირდა. Amazon ამბობს, რომ პროდუქტი ოქტომბრის ბოლოდან გამოვა გაკიყდვაში და ბონუსის სახით ყოველ ახალ მყიდველს 65 დოლარის კრედიტს ჩაურიცხავს, რომლითაც ციფრული კონტენტის ყიდვა იქნება შესაძლებელი.