Facebook-მა დაანონსა Messenger აპლიკაციის Lite ვერსია Android სმარტფონებისათვის. ახალი უფრო მსუბუქი Messenger აპი სპეციალურად მოძველებული ტელეფონებისთვისაა უფრო ნაკლები მეხსიერებითა და სუსტი პროცესორებით. Messenger Lite პირველ რიგში ხელმისაწვდომი იქნება კენიაში, მალაიზიაში, შრი ლანკაში, ტუნისში და ვენესუელაში, მაგრამ მოგვიანებით სხვა რეგიონებშიც გამოჩნდება.

მსგავსად Facebook Lite აპლიკაციისა, რომელიც უფრო ადრე გამოვიდა Messenger Lite განვითარებადი ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. შემსუბუქებული აპლიკაცია თითქმის ყველა Android მოწყობილობაზე იმუშავებს და ნაკლებ ტრაფიკს მოიხმარს, რაც დაბალი სიჩქარის მქონე ქსელებში მუშაობას უზრუნველყოფს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფუნქციონალი იქნება ამოღებული აპიდან, მაგრამ სავარაუდოდ არ იქნება Stories და Chatbot-ების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა აპლიკაცია შეძლებს ფოტოების, სტიკერების და ბმულების გაგზავნასა და მიღებას. ასევე არ არის ცნობილი გამოვა თუ არა მსგავსი აპლიკაცია iOS პლატფორმაზე.

წინა სტატიაMozilla-მ შეწყვიტა Firefox OS-ზე მუშაობა და ღია კოდის სახით გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაiPhone 7 ავტონომიურ მუშაობაში კონკურენტებს საკმაოდ ჩამორჩება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი