როცა Apple-მა iPhone 7 წარმოადგინა აღნიშნეს, რომ ფლაგმანი წინა მოდელზე 2 საათით მეტ ხანს მუშაობს დამუხტვის გარეშე. მას შემდეგ რაც სმარტფონი დაშალეს და ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ მისი აკუმლატორი წარმოუდგენლად მცირე მოცულობისაა (1 960 მა/სთ). ასევე ნუ დაგავიწყდებათ, რომ გაჯეტი iOS საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს, რომელიც უფრო ოპტიმიზებულია ენერგომოხამრების მხრივ და Android-თან შედარებით იგივე მოცულობის აკუმლატორზე უკეთესი შედეგების ჩვენება შეუძლია. ბრიტანული კომპანია Which?-ის ტესტებმა ჩვენა, რომ iPhone 7-ის მონაცემები ჩამოუვარდება მიმდინარე წლის სხვა ფლაგმანებს. შედარებაში მონაწილეობას იღებდა Samsung Galaxy S7, HTC 10 და LG G5.

Which? საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა და ინოვაციურ მეცნიერულ მიდგომას იყენებს ტესტირებისას. გამოიყენება სპეციალური ტესტები, რომლებიც გამორიცხავს გარეშე და ზედმეტი ცვლადების ზემოქმედებას მოწყობილობების შემთხვევითი შედარებისას. სპეციალისტები იყენებენ მობილური ქსელის სიგნალის საკუთარ წყაროს იმისათვის, რომ სმარტფონებზე მათი დონე თანაბარი იყოს. ასევე ყველა აპარატზე ზუსტად ერთნაირი ეკრანის სიკაშკაშეა უზრუნველყოფილი.

smartphone-battery-life-2016

ვებ-კონტენტის მოხმარებისას 3G ქსელიდან ყველაზე კარგი შედეგი HTC 10-მა აჩვენა, რომელმაც ამ რეჟიმში 790 წუთი იმუშავა. ყველაზე უარესი შედეგი iPhone 7-მა – 615 წუთი აჩვენა. რაც შეეხება საუბარს 3G ქსელში, აქაც HTC ლიდერობს 1 859 წუთით რაც iPhone-ის 712 წუთზე მინიმუმ ორჯერ მეტია.

მნიშნვნელოვანია ისიც, რომ Samsung Galaxy S7, HTC 10 და LG G5-ში მოთავსებული აკუმლატორები გაბარიტებით და მოცულობით 3 000 მა/სთ და მეტია, რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია შედეგებზე. ასევე მნიშვნელოვანია ენერგიის ეკონომიის სპეციალური ტექნოლოგიები, რომლებიც ამ მოწყობილობებში გამოიყენება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here