Google-მა აპარატული პროდუქტების წარმოება დაიწყო და დაპირებისამებრ ოქტომბრის პრეზენტაციაზე ახალი გაჯეტებიც წარმოგვიდგინა. ღონისძიება იმდენად უბრალო იყო რამდენადაც გრანდიოზული Google-ის ახალი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ამ პროდუქტებს ახლავს თან. მოდით თანმიმდევრობით განვიხილოთ ყოველი მათგანი.

Pixel, Pixel XL

საუკეთესო კამერა სმარტფონებს შორის, საუკეთესო ბატარეა, ულიმიტო საცავი ფოტოებისა და ვიდეოსათვის. ეს პირველი ტელეფონია, რომელშიც Google Assistant-ია ჩაშენებული. გაიგეთ თქვენს გარშემო ადგილების შესახებ, შეტყვეთ ამინდი, გაერთეთ, მოძებნეთ ფოტოები და შეასრულეთ ყოველდღიური ამოცანები ასისტენტის დახმარებით, რომელიც საოპერაციო სისიტემაშია ჩაშენებული და ხელი მიუწვდება ნებისმიერ აპლიკაციასთან, ამიტომაც ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს მომხმარებლის დახმარებას.

pixel-smartburst

კამერა 12.3 მეგაპიქსელიანია და მის მატრიცას 1.55 μm ზომის წერტილები აქვს, რაც ნებისმიერი განათების პირობებში მაღალი გარჩევადობის ფოტოებს უზრუნველყოფს. აკამერის აპერტურაა f/2.0 და რაც მთავარია თქვენ მიიღებთ ულიმიტო სივრცეს თქვენს მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოებისთვის.

რა თქმა უნდა სმარტფონზე დაყენებულია ვიდეო ზარების აპლიკაცია Duo და სხვა დანარჩენი სერვისები. ტელეფონის კორპუსი ალუმინისაა და უკანა მხარეს შუშის პანელი აქვს. განბლოკვა ძალიან სწრაფი თითის ანაბეჭდის სენსორით არის შესაძლებელი.

switch

საინტერესოა აპლიკაცია და სპეციალური გადამყვანი, რომელიც სხვა iPhone ან Android სმარტფონიდან Pixel-ზე მონაცემების გადატანისთვისაა განკუთვნილი. მარტივად შეაერთეთ თქვენი ძველი ტელეფონი Pixel-ს და გადმოიტანეთ, ანგარიშები, ფოტოები, ვიდეოები, კონტაქტები და ყველა პირადი მონაცემი რაც გჭირდებათ.

pixel-xl-colors-sizes

ხელმისაწვდომია 5 და 5.5 დიუმიანი მოდელი, ასევე არის სამი ფერი, შავი, ვერცხლისერი და ლურჯი (Quite Black, Very Silver, or Really Blue).
ტექნიკური მონაცემები:

Pixel

  • 5 დიუმიანი ეკრანი
  • FHD AMOLED, 441 ppi გარჩევადობა
  • 2.5D Corning® Gorilla® Glass 4 დამცავი შუშა
  • ზომები: 143.8 x 69.5 x 7.3 მმ.
  • 2770 მა/სთ მოცულობის აკუმლატორი

Pixel XL

  • 5.5 დიუმიანი ეკრანი
  • QHD AMOLED, 534 ppi გარჩევადობა
  • 2.5D Corning® Gorilla® Glass 4 დამცავი შუშა
  • ზომები: 154.7 x 75.7 x 7.3 მმ.
  • 3450 მა/სთ მოცულობის აკუმლატორი

ორივე მოწყობილობას აქვს

  • მეტალის ერთიანი კორპუსი
  • 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება
  • 32 ან 128 გიგაბაიტი საცავი
  • Snapdragon 821; MSM8996 pro AB ოთხ ბირთვიანი 2+2 Kryo 2.15GHz / 1.6GHz პროცესორები.
  • ფოტო: 12.3 მეგაპიქსელიანი IMX378 მთავარი კამერა
  • ფოტო: 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა
  • ვიდეო: 1080p 30/60/120 კადრი წამში
    720p 30/60/240 კადრი წამში
    4K 30 კადრი წამში
  • სენსორები: მიახლოების
    აჩქარების/გრავიტაციის
    მაგნეტომეტრი
    თითის ანაბეჭდების
    ბარომეტრი
  • პორტები:
    USB-C – USB 3.0 სტანდარტი
    3.5 მმ, აუდიო
    ერთი SIM ბარათი
  • ერთი დინამიკი ქვევით
    3 მიკროფონი
  • კავშირი: LTE Cat9, (450Mbps/50Mbps)
    GPS
    WiFi – a/b/g/n/ac 2×2 MIMO
    Bluetooth 4.2
    NFC
  • კომპლექტშია: USB-C 18W ადაპტერი USB-PD
    A-C კაბელი (USB 3.0)
    C-C კაბელი (USB 2.0)
    SIM-ის ინსტრუმენტი
    სწრაფი გადამყვანი
    ბუკლეტი

მოწყობილობის საწყისი ფასი 640 დოლარია, XL ვერსია 760 დოლარი ეღირება. 256 გიგაბაიტიანი მოდელის შეკვეთის შემთხვევაში 100 დოლარის დამატება მოგიწევთ

Daydream View

Daydream View არის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი და კონტროლერი Google-ისგან, რომელიც სმარტფონის საშუალებით აჩვენებს 360 ვიდეოსა და სხვა კონტენტს, ასევე VR-ზე გათვლილ თამაშებსა და აპლიკაციებს.

daydream-view

მოწყობილობას აქვს სპეციალური კონტროლერი, რომელიც დამატებითი სენსორების, თაჩპედის და ღილაკების საშუალებით სრულ კონტროლს უზრუნველყოფს ვირტუალურ სამყაროში ნავიგაციისათვის და კონტენტის მართვისათვის

daydream-view-controller

მოწყობილობის ფასი 79 დოლარია.

Google WiFi

კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც უამრავი მომხმარებლის სახლში დაიდებს ბინას არის Google WiFi როუტერი, რომელიც თანამედროვე ინტერნეტის, მაღალი ხარისხის კონტენტის და გადატვირთულ სიხშირეებზეა მორგებული. ახალი WiFi რა თქმა უნდა არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე უმავთულო კავშირის პროტოკოლებით და კაბელის გარეშე უზრუნველყოფს რამდენიმე მოწყობილობის ერთ ქსელში მუშაობას უფრო მეტ ფართობზე მაღალი სიჩქარის ქსელის მიწოდებისათვის.

google-wifi

Google Wifi-ის ფასი 129 დოლარი იქნება.

Chromecast Ultra

ახალი Chromecast ძველისგან განსხვავდება ტექნიკური და აპარატული მონაცემებით. მისი პროცესორი გაცილებით სწრაფია და შეუძლია 4K ვიდეოს გაშვება თქვენს ტელევიზორზე ან მონიტორზე. მოწყობილობა იმართება Android, iOS და სხვა საოპერაციო სისტემებიდან და აპლიკაციებიდან. ახალ Chromecast Ultra-ს ასევე აქვს Ethernet პორტი, რომელიც ელ-კვების ადაპტერშია ჩაშენებული.

chromecast-ultra

ახალი Chromecast – 69 დოლარი ღირს.

Google Home

ეს პირველი ფიზიკური პროდუქტია, რომელიც სრულად ეფუძნება Google-ის ხელოვნურ ინტელექტს და ყველა ოპერაციის შესასრულებლად სწორედაც, რომ ამ ინტელექტის შესაძლებლობებს იყენებს. Google Assistant-ის სპეციალური ვერსია, რომელიც თქვენს სახლში მოთავსებულ სხვა Google-ისა და მისი პარტნიორების მოწყობილობებს გააკონტროლებს ხმოვანი ბრძანებების და მუდმივი დიალოგის საფუძველზე. Google Home-ს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ ნებისმიერ საქმიანობაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, მუსიკის შერჩევა, ფილმის გაშვება, ტაქსის გამოძახება და მოგაზურობის დაგეგმვაც კი.

google-home

მოწყობილობა ხელმისაწვდომია წინასწარი შესყიდვისათვის და 129$ ღირს.

წინა სტატია#madebygoogle – უყურეთ ლაივში
შემდეგი სტატიაMotorola (moto) 15 მოდელი მიიღებს Android 7.0 განახლებას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი