როგორც უკვე ცნობილია Nokia სმარტფონების ბაზარზე დაბრუნებას აპირებს. სმარტფონების წარმადობის ტესტირების პოპულარულ აპლიკაციაში ახალი Nokia D1C გამოჩნდა.
ახალი გაჯეტის მონაცემები მანამდე GeekBench-ის ტესტებშიც აღმოაჩინეს, მაგრამ მაშნ მხოლოდ პროცესორის მოდელი და ოპერატიული მეხსიერება გახდა ცნობილი. მაშინ ნათელი გახდა ის, რომ Nokia D1C ვერ შეძლებდა ტოპ ფლაგმანებთან კონკირენციას, მაგრამ ამ შემთხვევაში გაყიდვებს შედარებით დაბალი ფასი განაპირობებს.