მას შემდეგ რაც Google-მა Android აპლიკაციები და Play Store ხემისაწვდომი პლანშეტებისა და სმარტფონების გარდა Chromebook-ებზც გახადა ამით პლატფორმა მწარმოებლებისთვის და მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. გაჟონილი ინფორმაცია საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ Samsung ახალ Chromebook-ს გამოუშვებს სახელწოდებით Chromebook Pro.

nexus2cee_samsung-chromebook-pro-04

პრომო საიტზე, რომელიც უკვე გამორთულია და შემთხვევით გაეშვა გამოქვეყნებული იყო Chromebook Pro და მისი ტექნიკური მონაცემები. სიახლეს 6 ბირთვიანი Rockchip-ის პროცესორი აქვს ორი Cortex-A72 და ოთხი Cortex-A53 ბირთვებით. მოწყობილობას 4 გიგაბაიტი იოერატიული მეხსიერება აქვს და რაც ყველაზე მთავარია 2K (2400×1600) 12.3 დიუმიანი ეკრანია, რომელიც 360 გრადუსით ბრუნავს. როგორც სურათებზე ჩანს კორპუსი ალუმინისაა და მისი წონა 1.08 კილოგრამია 13.9 მმ სისქესთან ერთად. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი სტილუსია, რომელიც კერანზე წერისთვის და ხატვისთვის არის განკუთვნილი და მანამდე არცერთ Chromebook-ში არ გვინახავს.

nexus2cee_samsung-chromebook-pro-03

დამატებით სპეციფიკაციებიდან ცნობილი ხდება, რომ ლეპტოპს ექნება ორი USB-C პორტი და 10 საათიანი აკუმლატორი. ჩაშენებული მეხსიერება 32 გიგაბაიტით შემოიფარგლებას. ARM პროცესორის წყალობით Android აპლიკაციები ყოველგვარი პრობლემების გარეშე უმუშავებს რაც დიდი პლიუსიას. Samsung Chromebook Pro სავარაუდოდ 499 დოლარი ეღირება და ჯერ-ჯერობით უცნობია მისი გაყიდვაში შემოსვლის თარიღი.

წყაროhttp://www.sammobile.com/2016/10/15/this-is-the-samsung-chromebook-pro-and-it-comes-with-a-pen/
წინა სტატიაApple Siri – ძალიან სუსტია
შემდეგი სტატიაMotorola-ს გაჯეტების ისტორია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი