ბატარეები, რომლითაც Samsung-ის სმარტფონები მუშაობს (მათ შორის Galaxy Note 7) ტესტირებას კომპანიისვე კუთვნილ ლაბორატორიაში გადის. ამასთანავე ამ ტესტირების შედეგები თანხმდება შეერთებული შტატების ინდუსტრიულ ჯგუფთან CTIA. განსხვავებით Apple-ისა და Lenovo-სგან, რომლებიც სხვა კომპანიის სერვისებს იყენებენ Samsung საკუთარ სპეციალისტებზე დაყრდნობით ახდენს ხარისხის კონტროლს და CTIA-ს ზედამხედველობა ადასტურებს იქ დაკავებული პერსონალის კვალიფიკაციასა და სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე გამორიცხავს კომპანიის მხრიდან ზეწოლას.
ბატარეები ტესტირდება, როგორც ცალკე ასევე სმარტფონთან ერთად. პროცესი ფოკუსირდება იმაზე თუ, როგორ იქცევა აკუმლატორი დამუხტვისას და საუბრის რეჟიმში. Korea Test Lab-ის (კიდევ ერთი CTIA სერტიფიცირებული სატესტო ლაბორატორია სამხ. კორეაში) წარმომადგენელი ამობობს, რომ ბატარეებს მაღალი ტემპერატურის პირობებშიც ამოწმებენ, რომ ზაფხულის სიცხის პირობებში დაცული იყოს გადახურებისგან.
Samsung ჯერ კიდევ იკვლევს თუ რა მოხდა Galaxy Note 7-ის შემთხვევაში, როცა კომპანიამ გამოიყენეა ბატარეები სხვა და სხვა მწარმოებლისგან და მათ შორის საკუთარი SDI დანაყოფისგან.
როცა კომპანიამ გამოიწვია 2.5 მილიონი მოწყობილობა SDI-ის აკუმლატორებით, Samsung-მა და კორეის ტენქოლოგიებისა და სტანდარტების სააგენტომ განაცხადეს, რომ მეორე მომწოდებლის ATL-ის ბატარეებს იგივე პრობლემა არ აქვთ, თუმცა ტელეფონები მაინც აალდა.
Wall Street Journal-თან საუბარში CTIA-ს ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელმა ტომ სავანობრიმ თქვა: “ჩვენ გავეცით 1,500-ზე მეტი სერტიფიკატი ბატარეებზე და ეს პირველი შემთხვევაა როცა პრობლემები გვაქვს”