უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც Apple-მა თავისი Mac კომპიუტერები განაახლა. ახალი MacBook არის მხოლოდ ერთადერთი კომპიუტერი რომელიც 2016-ში განახლდა. ეს ყველაფერი მომდევნო კვირაში შეიცვლება, რადგანაც კომპანიამ უკვე დააგზავნა მოსაწვევები ღონისძიებაზე კუპერტინოში. iPhone-ების ყოველწლიური განახლებები და masOS Sierra უკვე გამოსულია და ახლა Mac კომპიუტერების დროც დადგა. ღონისძიების სლოგანია “Hello again” უკავშირდება მაკების პირველ პრეზენტაციას “hello” 1984 წელს.

რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მოლოდინი ახალი დიზაინის მქონე MacBook Pro-იქნება, რომელიც ერთი და იგივე ფორმით ოთხი წელია უკვე იწამოება. ჭორების თანახმად სიახლე იქნება თაჩ ეკრანი კლავიატურის ზევით, რომელიც გაშვებული აპლიკაციის შესაბამის ფუნქციონალს შემოგვთავაზებს. ასევე მოსალოდნელია TouchID-ის გამოჩენა პერსონალურ კომპიუტერებშიც. მოსალოდნელია, რომ ახალი კომპიუტერები უფრო მსუბუქი და თხელი იქნება და გათვალისწინებული იქნება ის ინოვაციები, რაც Apple-მა MacBook-ში შემოგვთავაზა 2015 წელს. იქნება Butterfly კლავიატურის მექნიზმი, ფენოვანი ბატარეების დიზაინი და USB-C პორტები. ვიმედოვნებთ, რომ MacBook Pro ასევე ხელმისაწვდომი გახდება სხვა და სხვა ფერებში.

ამის გარდა განახლდება iMac-ისა და MacBook Air-ის სპეციფიკაციებიც და აქაც რა თქმა უნდა USB-C პორტის გამოჩენაა მოსალოდნელი. Mac-ის გარდა შესაძლოა iPad-ებმაც განიცადონ ევოლუცია. სავარაუდოდ განახლდება iPad Air 2, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ გაყიდვადი მოდელია, რომელიც 2 წლის წინა გამოვიდა. ასევე შესაძლოა iPad Pro-ს უფრო მცირე ზომის ვარიანტიც ვიხილოთ.

ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება.

წინა სტატიაWindows 10 Anniversary Update – განხილვა
შემდეგი სტატიაLeEco – Le Pro 3

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი