LeEco ამერიკის ბაზარზე შევიდა და სან ფრანცისკოში პირველი პრეზენტაციაც გამართა სადაც თავისი მოწყობილობების ეკოსისტემა წარმოადგინა. რა თქმა უნდა პრეზენტაციაზე უამრავი რამ გვაჩვენეს, მაგრამ ახლა თქვენი ყურადღბა სმარტფონებზე მინდა შევაჩერო, რომლების გაყიდვაც 2 ნოემბრიდან დაიწყება.

ეს ორი სმარტფონია: Le Pro 3 და Le S3. Le Pro 3 არის უფრო მძლავრი მოდელი, რომლის ფასიდან გამომდინარე შეუძლებელია ადეკვატურად შევაფასოთ მისი ტექნიკური მონაცემები. Le Pro 3 აღჭურვილია Snapdragon 821 პროცესორით, 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიარებით და 64 გიგაბაიტი შიდა საცავით. ამით ყველაფარი არ მთავრდება, რადგან გაჯეტს 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, 5.5 დიუმიანი Full HD ეკრანი, თითის ანაბეჭდების სკანერი და უზარმაზარი 4,070 მილიამპერიანი ბატარეა. მიუხედავად მასიური ბატარეისა ტეელფონის სისქე 7.53 მილიმეტრია და Galaxy S7-ზე თხელიც კი არის.

eui პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სმარტფონი მჭირდო კავშირშია LeEco-ს სხვა პროდუქტებთან, როგორიც ტელევიზორია. eui პრინციპულად იგივეა რაც Huawei-ს EMUI, მაგრამ გაცილებით დახვეწილია და გათვლილი მომხმარებელზე. რა თქმა უნდა ეს არის Android საოპერაციო სისტემის გარსი, მაგრამ LeEco მულტიმედიურ სერვისებსაც გთავაზობთ, რომელთა შორის არის ღრუბლოვანი საცავი და ბევრი სხვა რამ.

LeEco Le Pro 3-ის ფასი 399$ იქნება, მაგრამ გაშვებისას კომპანია 100 დოლარიან ფასდაკლებას თავაზობს მისი ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებლებს, რომლებიც 2 ნოემბერს შეუკვეთავენ სიახლეს.

წინა სტატიაApple ახალ ნოუთბუქებს 27 ოქტომბერს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაUbuntu 16.10 – რეკომენდაციები ინსტალაციის შემდეგ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი