Xiaomi Mi MIX – ყველაზე ინოვაციური სმარტფონი

1336

Xiaomi ხშირად იწვევს გაოცებას, მაგრამ ამჯერად კომპანიის ანონსმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. Mi Note 2-ის ჩვენების შემდეგ მათ Mi MAX წარმოადგინეს. “კონცეპტუალური დიზაინის” 6.4 დიუმიანი ეკრანი, რომელიც ფაქტიურად უნაპიროა ეკრანის ზედა მომრგვალებულ კუთხეებშიც კი. მაღალი კლასის მომწყობილობა ასევე აქვს სრულიად პრიალა კერამიკის კორპუსი და ღილაკები, არ აქვს არანაირი დინამიკი და მიახლოების სენსორი წინა პანელზე, ამიტომაც მისი წინა პანელი ფაქტიურად თითქმის ეკრანია. რა თქმა უნდა ტექნიკური მონაცემები ფლაგმანურია და რაც მთავარია ეს მოწყობილობა არა მხოლოდ საჩვენებელი მოდელია, არამედ რეალურად იქნება გაყიდვაში.

mi-mix-2016-10-25-1-1

გლობალური ვიცე პრეზიდენტის ჰუგო ბარას განცხადებით, Mi MIX სრულიად საიდუმლოდ შეიქმნა, და პრესაში საერთოდ არ ყოფილა არანაირი ჭორი ახალი მოწყობილობის შესახებ. ყველაზე ახლოს მდგომი ჭორი Mi Note 2-ის ორ სხვადასხვა ვარიანტს ვარაუდობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ნაპირებზე მომრგვალებული ეკრანი ექნებოდა.

კიდევ ერთი სიურპრიზია ის რომ Mi MIX-ის შექმნაზე ცნობილი ფრანგი დიზაინერი ფილიპ სტარკი მუშაობდა. ბარამ თქვა, რომ პროექტი 2014 წლიდან მუშავდება და რომ სწორედ სტარკის დამსახურება ასეთი მაღალი კლასის მოწყობილობის შექმნა.

იმის წყალობით, რომ Mi MIX-ში დინამიკი და ინფრაწითელი სენსორი ამოღებულია წინა ზედა ნაპირიდან ეკრანი ზედაპირის 91.3 პროცეენტს იკავებს. სენსორები და დინამიკი ჩანაცვლებულია პიეზოელექტრონული აქტუატორით შუშის მიღმა, რომელიც ერთდროულად ხმასაც გამოსცემს და სენსორის მოვალეობასაც ასრულებს ულტრაბგერის საშუალებით, რაც პირველად Xiaomi-მ გამოიყენა სმარტფონებში.

ამ ანდროიდ ტელეფონს რა თქმა უნდა აქვს Qualcomm Snapdragon 821 ჩიპსეტი, 2.35 გიგაჰერციენი ბირთვებით და 4 ან 6 გიგაბაიტი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება. 128 ან 256 გიგაბაიტი UFS 2.0 ფლეშ მეხსიერება, მასიური 4,400 მილიამპერიან ბატარეა Quick Charge 3.0-ის მხარდაჭერით და თითის ანაბეჭდების სენსორი. ასევე არის NFC, HD Audio, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპისელიანი სელფი კამერა. Mi Note 2-ის მსგავსად Mi MIX-ს აქვს მე-11 კატეგორიის LTE ქსელების მხარდაჭერა სადაც ჩამოტვირთვის სიჩქარე 600 მეგაბიტამდეა გაზრდილი.

დიზაინის და ფაქტიურად ყველაზე მძლავრი ტექნიკური მაჩვენებლების წყალობით ეს ფაქტიურად “ფორმულა 1” პროდუქტია Xiaomi-გან – ამბობს ბარა. რა თქმა უნდა ეჭვგარეშეა, რომ ჩინური კომპანია არ აპირებს პოზიციების დათმობას ჩინურ ბაზარზე სადაც ბოლო დროს მისი პოზიციები საკმაოდ შეირყა. მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ რა თქმა უნდა ინოვაციური ტექნოლოგიებია, რომელიც ამ ბოლო წლებში თითქმის არ შეიმჩნევა სმარტფონების ბაზარზე.

Mi MIX ჩინურ ბაზარზე 4 ნოემბერს გამოვა. საბაზისო მოდელი 516 დოლარი ეღირება, ხოლო ტოპ მოდელში, რომელიც 15 კარატ ოქროს შეიცავს – 3,999 დოლარი ეღირება. მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება ყველაზე მძლავრი მონაცემების კომპონენტები, ინოვაციური ტექნოლოგიები და უნიკალური დიზაინი ტელეფონის ფასი მაინც მისაღები რჩება, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს მის გაყიდვებზე საშინაო ბაზარზე, სადაც მათ რეალურად ბევრი ფანი ყავთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here