Apple-მა განახლებული MacBook Pro-ები წარმოადგინა

უკვე დასრულდა Apple-ის “Hello Again” ღონისძიება, რომელზეც კუპერტინომ ახალი 2016 წლის MacBook Pro წარმოადგინა. დიდი ხანია მომხმარებლები ელოდებიან მის განახლებას და აი რეს Apple-მა ფუნდამენტურად განახლებული მოწყობილობაც გვაჩვენა.

მოდით ვნახოთ რა შეიცვალა:

– ახალი დიზაინი გულისხმობს მეტალს ყოველი მხრიდან, ფილ შილერს თუ დავუჯერებთ ნოუთბუქი ექსტრემალურად მდგრადია.
– OLED თაჩ-ზოლი კლავიატურის ზევით, რომელსაც Touch Bar-ს ეძახის კომპანია და რომელზეც ნამდვილად არის პროგრამული Esc ღილაკი 🙂 ეს ზოლი თავის თავში აერთიანებს რეტინა ეკრანს, რომელსაც შეუძლია შეხებაზე და ჟესტებზე რეაგირება. Touch Bar-ის მარჯვენა მხარეს Touch ID თითის ანაბეჭდების სენსორია მოთავსებული. ეს მეორე თაობის Touch ID-ია, რომლის ზედაპირიც საფირონის შუშითაა დაცული.
– ყველაზე თხელი და მსუბუქი MacBook Pro-ებს შორის. ხელმისაწვდომია ვერცხლისფერი და სფეის გრეი ფერებში. 13 დიუმიანი მოდელი 1.360 კილოგრამს იწონის და 13.9 მილიმეტრია სისქეში წინა მოდელის 13 მილიმეტრისგან განსხვავებით.
– უფრო დიდი Force Touch ტრეკპედი, ორჯერ დიდი და რა თქმა უნდა პეპლის მექანიზმის მქონე კლავიატურა, რომელშიც ამ ტექნოლოგიის მეორე თაობა გამოიყენება.
– ახალი ეკრანი 67 პროცენტით უფრო ნათელია და 67 პროცენტით გაზრდილი კონტრასტულობა აქვს. 25 პროცენტით გაიზარდა ფერების რაოდენობა და Apple ამბობს, რომ მიუხედავად მონაცემების გაზრდისა მას უფრო ნაკლები ენერგომოხმარება აქვს.
– 15 დიუმიან მოდელს ოთხ-ბირთვიანი Intel Core i7 ჩიპი აქვს და 2.133 მეგაჰერციანი მეხსიერება. მას ATI Radeon Pro გრაფიკული ადაპტერი აქვს  4 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერებით. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ 2 ტერაბაიტამდე SSD მეხსირება, რაც 50 პროცენტით ჩქარი იქნება და 15 დიუმიან მოდელში არი 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა. Apple ამბობს, რომ 15 დიუმიან მოდელში დინამიკები უფრო მძლავრია და ასევე ორჯერ ფართო დინამიური დიაპაზონი აქვს.
-13 დიუმიან მოდელში შესაძლებელია i5 ან i7 პროცესორის არჩევა და Intel-ის Iris Pro ჩაშენებული გრაფიკის გამოყენება მოგიწევთ. სამწუხაროდ შეზღუდულია ოპერატიული მეხსიერება და აქ იგივე სიხშირის მხოლოდ 8 გიგაბაიტი არის ხელმისაწვდომი.
– ორივე მანქანას აქვს ოთხი Thunderbolt 3 USB Type-პორტი, რომელთაგან ერთ-ერთის გამოყენება არის შესაძლებელი დამუხტვისათვის. ნოუთბუქებში შენარჩუნებულია 3.5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი, მაგრამ SD ბარათების სლოტი და სხვა ტიპის პორტები ამოღებულია საერთოდ. Apple ამობობს, რომ USB-C პორტები წარმატებით ანაცვლებენ კვებას, Thunderbold, USB, DisplayPort, HDMI და VGA პორტებს. სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ ახალი MacBook Pro-ს არ ექნება MagSafe კვების პორტი, რაც ძალიან კომფორტული და უსაფრთხო არჩევანი იყო.
– აკუმლატორი ორივე მოდელზე 10 საათი მუშაობს ერთი დამუხტვით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია წინა მოდელებთან შედარებით.
– დამატებით 13 და 15 დიუმიანი TouchBar-ით აღჭურვილი მოდელების გარდა Apple-მა წარმოადგინა 13 დიუმიანი მოდელი მის გარეშე, რომელიც ლოგიკურად MacBook Air-ის ადგილს იკავებს. თუ ძველ MacBook Air-ს შევადარებთ ახალი MacBook Pro 2 მილიმეტრით თხელი და 13 პროცენტით ნაკლები მოცულობის გამოდის. მას ორი Thunderbolt 3 USB-C პორტი აქვს ოთხის ნაცვლად სხვა Pro მოდელებში და უფრო სუსტი მონაცემების მქონე Core i5 პროცესორითაა აღჭურვილი.
– საწყისი დონის MacBook Pro-ს ფასი 1489 დოლარიდან იწება, 13 დიუმიანი TouchBar მოდელის საწყისი ფასი 1,799 დოლარია და 15 დიუმიანი ვერსია 2,399 დოლარიდან იწყება. სამივე მოდელის წინასწარ შეკვეთა დღეიდანვეა შესაძლებელი და დაბალი მონაცემების მქონე ნოუთბუქების მიწოდება დაუყოვნებლივ განხორციელდება. TouchBar-იანი მოდელები კი მომხმარებლამდე ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება მიტანილი.

 

წინა სტატიაMicrosoft Surface Studio – ინჟინერიის საოცრებაა
შემდეგი სტატიასატელიტური ოპერატორი SES ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი