Microsoft Surface Studio – ინჟინერიის საოცრებაა

Microsoft-ის ღონისძიებაზე სრულიად ახალი პროდუქტი Surface Studio წარმოადგინეს. ეს Microsoft-ის პრიველი All-in-one კომპიუტერია, რომელიც პირველ რიგში დიზაინის, ინჟინერიის და მულტიმედიაზე მომუშავე პროფესიონალებისთვისაა განკუთვილი, თუმცა მისი მოხმარება ჩვეულებრივი საოფისე სქმისთვისაც რა თქმა უნდა უპრობლემოდ არის შესაძლებელი. კომპანიის აზრით თქვენ გექნებათ საშუალება მთლიანად ჩაეფლოთ მაღალი ხარისხის გამოსახულებაში, რომელიც ვეებერთელა ეკრანზე გამოისახება და რომ ეს პროდუქტი შეცვლის ადამიანის კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილებას.

surface_studio_overview_3_videopanel_v1

28 დიუმის ეკრანს 4,500 x 3,000 პიქსელი გარჩევადობა აქვს და ძალიან ნათელი და მკვეთრი გამოსახულებით გამოირჩევა და შოკისმომგვრელია ასეთი ზომის ეკრანის სისქე, რომელიც არარეალურად თხელია. კერანის ზედაპირი ფაქტიურად წინა ზედაპირს მთლიანად ავსებს ძალიან წვრილი ჩარჩოს წყალობით, რითაც გამოსახულებაში სრულად ჩაძირვის ეფექტი მიიღება.

microsoft-surface-studio-3

განსხვავებით სხვა კომპიუტერებისგან, რომლებსაც ასევე თხელი დიზაინი აქვთ ეს კომპიუტერი რადიკალურად განსხვავდება, რადგანაც ის სეპციალურ სადგამზე მაგრდება და უნიკალური ინჟინრული გადაწყვეტილების წყალობით მისი დახრა ისე არის შესაძლებელი, რომ მასზე მუშაობა პლანშეტურ რეჟიმშიც არის ძალიან კომფორტულად შესაძლებელი. პრაქტიკულად ეკრანის ნებისმიერ მუშაობისთვის კომფორტულ პოზიციაში მორგება არის შესაძლებელი, რაც აქამდე ამ კლასის კომპიუტერებში არავის ქონია.

microsoft-surface-studio

ახალი კომპიუტერისთვი რა თქმა უნდა ახალი აქსესუარიც გამოუშვეს სახელწოდებით Surface Dial, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული აპლიკაციების მართვა და მოწყობილობა აქტიურია, როგორც ეკრანზე ასევე ჩვეულებრივი მაგიდის ზედაპირზეც. რა თქმა უნდა მოწყობილობა ეკრანზე მოთავსებისას არ ცურავს და მისი ერთ ადგილზე პოზიციონირება ძალიან ადვილია. მანიპულატორს უამრავი ფუნქცია აქვს და მისი შესაძლებლობები სრულიად აპლიკაციის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. Microsoft Word-ში მისი საშალებით ტექსტის ფორმატირება არის შესაძლებელი, როცა Photoshop-ში პალიტრის მართვის საშუალებასაც მოგცემთ. Surface Dial ძალიან კომფორტულია ხელში დასაჭერად, თუმცა მომხმარებელს მაინც ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერებს მოუწევთ Dial-ის ინტეგრირება თავიანთ აპლიკაცეიბში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ Microsoft-ის აპლიკაციებს უკვე ექნებათ მისი სრული ფუნქციონალური მხარდაჭერა კომპიუტერის გაყიდვაში გამოსვლისთანავე.

ტექნიკურად ყველაფერი პატარა ყითში ამოთავსებული, რომელსაც USB 3 პორტები, SD ბარათების წამკითხველი, mini DisplayPort კონეტქორი, Ethernet ქსელის ჯელი და ყურსასმენების ბუდე აქვს. რა თქმა უნდა ეს სრულიად საკმარისია სამაგიდე კომპიუტერისთვის, მაგრამ რამდენიმე USB-C სლოტიც არ გვაწყენდა რა თქმა უნდა.

აქსესუარებში შედის Microsoft-ის ახალი უკაბელო კლავიატურა და მაუსი, რომელიც ასევე მაღალი ხარისხისაა და აგრძელებს კომპანიის ტრადიციულ ხაზს. კლავიატურა საკმაოდ მასიურია და ძალიან კომფორტულია ბეჭდვისას, ასევე სასიამოვნოა ახალი მაუსის ფორმებიც, რომელიც ხელში იდეალურად ჯდება.

თუ რა თქმა უნდა გსურთ ამ პროდუქტის დაგემოვნება, მისი წინასწარ შეკვეთა უვეკ შესაძლებელია 2999 დოლარად და თქვენ მას დეკებრის შუა რიცხვებისთვის მიიღებთ. Microsoft-მა თქვა, რომ წლის ბოლომდე შეზღუდული რაოდენობის მოწყობილობები გაიყიდება, ამიტომაც შესაძლებელია, რომ თავისუფალ გაყიდვაში ის მხოლოდ მომავალი წლიდან გახდეს ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაXiaomi Mi MIX – ყველაზე ინოვაციური სმარტფონი
შემდეგი სტატიაApple-მა განახლებული MacBook Pro-ები წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი