SES-ი უერთდება ლუქსემბურგის მთავრობის დამხმარე ღონისძიებებს ჰაიტისთვის ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად
ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. — სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.
მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.
emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.
“როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს”, აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. “თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.
Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარკუს პეიერი
კორპორატიული კომუნიკაცია ტელ: +352 710 725 500
|
|
იხილეთ:
Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog
SES-ისსურათები იხილეთ http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის დოკუმენტები იხილეთ http://www.ses.com/18681915/white-papers