კომპანია Microsoft-მა trade-in კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მიიღება MacBook კომპიუტერები, რის სანაცვლოდაც მომხმარებლები Surface-ებზე სერიოზულ ფასდაკლებას მიიღებენ.

tradein

მყიდველებმა უნდა ჩააბარონ თავისი MacBook, MacBook Pro ან Air. მიიღება მხოლოდ მუშა მდგომარეობაში მყოფი კომპიუტერი, ჯანმრთელი აკუმლატორით და დაუზიანებელი ეკრანით. ასევე უნდა ჩაბარდეს კომპლექტაციაში შემავალი დამტენი მოწყობილობა.

ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში Microsoft გამოგიწერთ შესაბამის ფასდაკლებას SurfacePro ან Surface Pro 4-ზე. ახალი MacBook Pro 13-თვის კომპანია 600 დოლარიან კუპონს იძლევა. აქცია მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედებს.

 

წინა სტატიაახალი MacBook Pro-ზე iPhone-ის მისაერთებლად ადაპტერი (კაბელი) იქნება საჭირო
შემდეგი სტატიაGoogle-მა Windows-ის მოწყვლადობა აღმოაჩინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი