iFixit-ის სპეციალისტებმა დაშალეს ახალი MacBook Pro 13 და დაასკვნეს, რომ მისი გაფუჭების შემთხვევაში პრაქტიკულად აზრი არ აქვს სარემონტოდ მიტანას.

ifixit-macbookpro-1

შეგახსენებთ MacBook Pro 13 არის მოდელი, რომელსაც არ აქვს დამატებითი ეკრანი (Touch Bar) კლავიატურის ზევით. აკუმლატორი ის ზომა 25%-ით არის შემცირებული წინა მოდელთან შედარებით. 3,5 მმ-იანი აუდი ჯეკი მოდულური გახდა და შესაძლოა ის მომავალ მოდელებში ჩანაცვლდეს Lightning ან USB Type-C-ით ჩანაცვლდეს მსგავსად iPhone 7-ისა.

ifixit-macbookpro-2

პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება პირადპირ პლატაზეა განთავსებული და მათი ჩვეულებრივად შეცვლა შეუძლებელია. SSD დისკი მოხსნადია, მაგრამ მუშაობას მხოლოდ Apple-ის უნიკალური კონტროლერით აღჭურვილი მოდელები შეძლებს. ეკრანი და დამცავი შუშა ერთიანად არის ჩამოსხმული და მხოლოდ სრული პანელის გამოცვლაა შესაძლებელი.

ifixit-macbookpro-3

რემონტის შესაძლებლობის შკალაზე iFixit-ის შეფასებით ახალი MacBook Pro 13 მხოლდო 2 ბალს იღებს მაქსიმალური 10 ბალიანი შეფასებიდან. მოწყობილობის შეკეთება ფაქტიურად უსარგებლოა და ის მხოლოდ MacBook 12-ს ჯობია, რომელმაც მხოლოდ 1 ბალი აიღო.

VIAiFixit
წინა სტატიაGoogle-მა Windows-ის მოწყვლადობა აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაApple-მა განმარტა MacBook Pro-დან SD ბარათების სლოტის ამოღების მიზეზი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი