დღეს Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფმა Windows-ის კრიტიკული მოწყვლადობა გაასაჯაროვა კომპანიის უსაფრთხოების ბლოგზე. აღმოჩენილი ბაგი ძალიან სპეციფიურია და შემტევს საშუალებას აძლევს გვერდიაუაროს უსაფრთხოების მექანიზმებს win32k სისტემის გაუმართაობის გამო და იმედნად სერიოზულია, რომ კრიტიკულ კატეგორიაში გადის. Google-მა მოწყვლადობის შესახებ ინფორმაცია Microsoft-თვის შეტყობინებიდან 10 დღეში გამოაქვეყნა და ეს დრო საკმარისი არ იყო განახლების გამოშვებისთვის, თუმცა მათ უკვე გამოუშვეს Chrome-ის განახლება, რომელიც მომხმარებელს ამ შეტევისგან დაიცავს ბრაუზერის გამოყენების შემთხვევაში.

Google-ის განცხადება მხოლოდ ზოგად მონაცემებს შეიცავს პრობლემის შესახებ და მომხმარებლების ინფორმირებას ემსახურება და საკმარისი არ არის კრიმინალებისთვის, რომ შეძლონ მისი ბოროტად გამოყენება. ბაგის გამოყენება ასევე უკავშირდება მოწყვლადობას Adobe Flash-ში, რომლის განახლებაც ასევე უკვე გამოუშვა Google-მა.

Microsoft-მა ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა და მას  საშიში უწოდა. კომპანიამ Windows 10-ზე გადასვლა და უფრო დაცულ Edge ბრაუზერის გამოყენებისკენ მოუწოდა მომხმარებლებს.

Google-ის უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად აღმოჩენილი მოწყვლადობის კომპანიოებზე შეტყობინებიდან 7 დღეში მათ შეუძლიათ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. ეს გადაწყვეტილება ხშირად ხდება სპეციალისტების მხრიდან კრიტიკის საგანი, რადგანაც მათი აზრიტ 7 დღე საკმარისი არ არის სრულად აღმოიფხვრას ზოგიერთი კომპლექსური პრობლემა.

Google-ის პოსტში ნათქვამია, რომ მომხამრებლებმა უნდა გადაამოწმონ არის თუ არა ჩართულია ავტომატური განახლება მათ ბრაუზერებში, რომ მიიღონ Flash-ის ბოლო ვერსია და ასევე გადაამოწმონ Windows-ის განახლება, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მომავალში ამ ბაგის გამოსწორებას.

VIATheVerge
წინა სტატიაMicrosoft Surface-ის მყიდველებს MacBook-ის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს
შემდეგი სტატიაახალი MacBook Pro 13-ის სარემონტო ხარჯებმა შესაძლოა გაგაკოტროთ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი