ოქტომბერში გამოჩნდა სიახლეები სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევისთვის ემზადება. ახლა უკვე NBC News-ის წყაროზე დაყრნობით საუბარია იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე გატეხეს რუსეთის მნიშვნელოვანი სისტემები და აამოქმედებენ ამ ბერკეტებს თუ ისინი შეეცდებიან შემდეგ კვირაში დანიშნული არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას.

მიზანში ამოღებულია რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელები, ელექტრო ენერგიის მიწოდების ქსელები და მართვის სისტემები კრემლში. NBC-ის ინფორმაციით მზადება გამოწვეულია ამერიკაზე განხორციელებული მნიშვნელოვანი შეტევების გამო, რომელიც გასულ ზაფხულში დაფიქსირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურას აქვს სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები საარჩევნო მოწყობილობებთან მიმართებაში შემტევებისთვის მაინც რთული იქნება შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა, რადგანაც სისტემები დეცენტრალიზებულია და მათზე ერთიანი წვდომა შეუძლებელია.

ინფორმაციული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ბოლო არჩევნების პროცესში, თუმცა NBC-ის ინფორმაციით ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ ისინი არ მოელიან რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას და საუბარი მხოლოდ ყალბი დოკუმენტებისა და ციფრული დეზინფორმაციის გავრცელების საშიშროებაზეა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here