ცნობილმა გუნდმა iFixit, მორიგი Google-ის მოწყობილობა დაშალა. როგორც ჩანს მას მხოლოდ ორი მიკროფონი აქვს განსხვავებით Amazon-ის იგივე დანიშნულების პროდუქტისგან, რომელსაც ხმის გარეშე ხმაურისგან დიფერენცირებისთვის შვიდი ჭირდება. iFixit-მა ასევე აღნიშნა, რომ მათ დეჟავუს შეგრძნება გაუჩნდათ მოწყობილობის მთავარ პლატაზე დაკვირვებისას, რადგანაც მასში გამოყენებული ჩიპები 2015 წლის Chromecast-ში გვხვდება.
სანამ პლატაზე გადავიდოდნენ მათ მოუწიათ გარკვეული ძალიან წებოვანი მასის მოშორება, რომელიც იცავს კაპასიტორების მასივს, რომელიც თქვენი თითის შეხებას აღიქვამს მოწყობილობის ზედაპირზე. მიუხედავად ამ მასისა iFixit-მა მოწყობილობას მაღალი შეკეთებადობის ქულა მიანიჭა და მის შკალაზე მას 10 დან 8 შეფასება მისცა იქიდან გამომდინარეც, რომ არ აქვს არანაირი მოძრავი დეტალი.
დაშლის ყველა ნაბიჯი და დამატებითი დეტალები იხილეთ წყაროს ბმულზე