მოწყობილობები გახსნილი ბუთლოადერით მიიღებენ CyanogenMod-ის უახლეს ვერსიას, რომელიც დღეს გახდება ხელმისაწვდომი ოფიციალური საიტიდან. ახალი ვერსია 14.1 რა თქმა უნდა ეფუძნება Android 7.1 Nougat-ის წყარო კოდს.
მოწყობილობების სია, რომლებიც განახლებას პირველ რიგში მიიღებენ:
Nexus 6P
Nexus 5X
Xiaomi Mi3/Mi4
LG G3
Moto G variants
LG G4
Samsung Galaxy S5
OnePlus 3
ASUS ZenFone 2
დღევანდელი ანონსის შემდეგ დროთა განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდება უფრო მეტი მოწყობილობის მხარდაჭერა. გაითვალისწინებით, რომ ეს პირველი NIGHTLY ანაწყობი იქნება და ფუნქციონალის გარკვეული ნაწილი არ იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორისაა თემების მხარდაჭერაც, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირაში გახდება.