Samsung-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა სამხრეთ კორეის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში სმარტფონის შესახებ, რომლის შუაში გაკეცვაა შესაძლებელი. მოწყობილობას ასევე ექნება მეორე ეკრანი გარე მხირდან და გააქტიურდება დაკეცილ მდოგომარეობაში. ეკრანს ასევე აქვს რთული “ნახევრად ავტომატური” დაკეცვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა პატენტები არ ნიშნავს პირდაპირ პროდუქტის გამოშვებას, მაგრამ ამაზე ისიც მიუთითებს, რომ კომპანია პარალელურად გაღუნვადი OLED ეკრანის მქონე სმარტფონზეც მუშაობს.
იმ შემთხვევაშიც კი თუ პატენტი არაფერზე არ მიუთითებს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი, რომ კომპანიის ინჟინრები ამ მიმართულებით მუშაობენ. თუ გაივიხსენებთ უახლოეს წარსულში განსხვავებული ფორმის ეკრანები სასაცილოდაც კი არ ყოფნიდათ, მაგრამ Galaxy S6 Edge და S7 Edge-ის პოპულარობა ამ მიმართულების პერსპექტიულობაზე მიუთითებს. კომპანია Lenovo-ც აქტიურად ცდილობს გამოუშვას სმარტფონი, რომლის სამაჯურად გამოყენებაც არის შესაძლებელი.