Huawei-მ წარმოადგინა სმარტფონი Mate 9 Pro, რომელსაც ორივე ნაპირზე მომრგვალებული 5,5 დიუმიანი ეკრანი და ორჯერადი ოპტიკური ზუმის მქონე კამერა აქვს.
ჭორები რა თქმა უნდა დადასტურდა და ახალი Huawei Mate 9 Pro მეტალისაა, ხოლო მისი კერანი ორივე მხარეზე მომრგვალებულია. კამერის მოდული შედგება ორი სენსორისგან, რომელსაც გასხვავებული ფოკუსური მანძილი აქვს და მათ შორის გადართვისას გამოსახულება 2-ჯერ უფრო ახლოს ჩანს. მსგავსი ტექნოლოგია მანამდე iPhone 7 Plus-ში გამოიყენა კომპანია Apple-მა.
ახალი სმარტფონი Huawei Mate 9-ისგან მხოლოდ ზომითა და ეკრანის ფორმით განსხვავდება:
კამერა: მთავარი 20 + 12 მეგაპიქსელი, ოპტიკური სტაბილიზაცია, 2-მაგი ზუმი; წინა კამერა 8 მეგაპიქსელი, f/1,9.
Huawei Mate 9 Pro ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი-ოქროსფერი ვარანტების სახით. მოდელი 4/64 გიგაბაიტი მეხსიერბით 687 დოლარი ეღირება, ხოლოდ 6/128 გიგაბაიტიანი მოდელი 775 დოლარი დაგიჯდებათ.