Huawei-მ წარმოადგინა სმარტფონი Mate 9 Pro, რომელსაც ორივე ნაპირზე მომრგვალებული 5,5 დიუმიანი ეკრანი და ორჯერადი ოპტიკური ზუმის მქონე კამერა აქვს.
ჭორები რა თქმა უნდა დადასტურდა და ახალი Huawei Mate 9 Pro მეტალისაა, ხოლო მისი კერანი ორივე მხარეზე მომრგვალებულია. კამერის მოდული შედგება ორი სენსორისგან, რომელსაც გასხვავებული ფოკუსური მანძილი აქვს და მათ შორის გადართვისას გამოსახულება 2-ჯერ უფრო ახლოს ჩანს. მსგავსი ტექნოლოგია მანამდე iPhone 7 Plus-ში გამოიყენა კომპანია Apple-მა.
ახალი სმარტფონი Huawei Mate 9-ისგან მხოლოდ ზომითა და ეკრანის ფორმით განსხვავდება:
- ეკრანი: 5,5 დიუმი. 2560х1440 პიქსელი;
- პროცესორი: Kirin 960 — 4 ბირთვი Cortex-A73 2,4 გჰც + 4 ბირთვი Cortex-A53 1,8 გჰც;
- მეხსიერება: 4/6 გბ ოპერატიული და 64/128 ГБ ჩაშენებული;
- ბატარეა: 4000 მა/სთ, Super Charge – სწრაფი დამუხტვა;
- ოპ. სისიტემა: Android 7.0 Nougat, EMUI 5.0 – გარსით;
- კამერა: მთავარი 20 + 12 მეგაპიქსელი, ოპტიკური სტაბილიზაცია, 2-მაგი ზუმი; წინა კამერა 8 მეგაპიქსელი, f/1,9.
Huawei Mate 9 Pro ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი-ოქროსფერი ვარანტების სახით. მოდელი 4/64 გიგაბაიტი მეხსიერბით 687 დოლარი ეღირება, ხოლოდ 6/128 გიგაბაიტიანი მოდელი 775 დოლარი დაგიჯდებათ.