Huawei-მ წარმოადგინა სმარტფონი Mate 9 Pro, რომელსაც ორივე ნაპირზე მომრგვალებული 5,5 დიუმიანი ეკრანი და ორჯერადი ოპტიკური ზუმის მქონე კამერა აქვს.

huawei-mate-9-1

ჭორები რა თქმა უნდა დადასტურდა და ახალი Huawei Mate 9 Pro მეტალისაა, ხოლო მისი კერანი ორივე მხარეზე მომრგვალებულია. კამერის მოდული შედგება ორი სენსორისგან, რომელსაც გასხვავებული ფოკუსური მანძილი აქვს და მათ შორის გადართვისას გამოსახულება 2-ჯერ უფრო ახლოს ჩანს. მსგავსი ტექნოლოგია მანამდე iPhone 7 Plus-ში გამოიყენა კომპანია Apple-მა.

huawei-mate-9-3

ახალი სმარტფონი Huawei Mate 9-ისგან მხოლოდ ზომითა და ეკრანის ფორმით განსხვავდება:

  • ეკრანი: 5,5 დიუმი. 2560х1440 პიქსელი;
  • პროცესორი: Kirin 960 — 4 ბირთვი Cortex-A73 2,4 გჰც + 4 ბირთვი Cortex-A53 1,8 გჰც;
  • მეხსიერება: 4/6 გბ ოპერატიული და 64/128 ГБ ჩაშენებული;
  • ბატარეა: 4000 მა/სთ, Super Charge – სწრაფი დამუხტვა;
  • ოპ. სისიტემა: Android 7.0 Nougat, EMUI 5.0 – გარსით;
  • კამერა: მთავარი 20 + 12 მეგაპიქსელი, ოპტიკური სტაბილიზაცია, 2-მაგი ზუმი; წინა კამერა 8 მეგაპიქსელი, f/1,9.

huawei-mate-9-2

Huawei Mate 9 Pro ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ნაცრისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი-ოქროსფერი ვარანტების სახით. მოდელი 4/64 გიგაბაიტი მეხსიერბით 687 დოლარი ეღირება, ხოლოდ 6/128 გიგაბაიტიანი მოდელი 775 დოლარი დაგიჯდებათ.

წინა სტატიაSamsung-მა Harman 8 მილიარდ დოლარად შეიძინა
შემდეგი სტატიაHP-ის პაწია Xeon-ზე დაფუძნებული კომპიუტერი არცხვენს Mac Mini-ს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი