Samsung Electronics-მა განაცხდა, რომ 8 მილიარდ დოლარად კომპანია Harman International Industries შეიძინა. შეგახსენებთ, რომ Harman არის უსხვილესი აკუსტიკის მწარმოებელი და მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორცაა Harman/Kardon, JBL, Mark Levinson, AKG, Lexicon, Ravel და Infinity. ეს შენაძენი Samsung-ს დიდ უპირატესობას მისცემს ავტომობილების ელექტრონიკის ბაზარზე იმიტომ, რომ ეს ერთ ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა Harman-თვის. ბოლო 12 თვის მუშაობის შედეგების თანახმად Harman-ის შემოსავლების 65% სწორედ ავტო ინდუსტრიაზე მოდის.

Harman-ის შეძენასთან ერთან Samsung Electronics-მა დამატებით მიიღო 8 000 ინჟინერი და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, დალაგებული ურთიერთობები ავტომობილების მწარმოებლებთან და ასევე ბრენდების მთელ სპექტრზე. Samsung-ში დარწმუნებული არიან, რომ ეს ბრენდები საგრძნობლად გაზრდიან მათი მობილური მოწყობილობების, დისპლეების, ვირტუალური რეალობის და აქსესუარების გაყიდვებს და კონკურენტუნარიანობას, რასაც დიფერენცირებული აუდიო და ვიზუალური გამოცდილება უზრუნველყოფს.

წინა სტატიაGoogle-ის გამამართლებელი არგუმენტი მისი გახსნილობაა
შემდეგი სტატიაHuawei Mate 9 Pro – მომრგვალებული ეკრანით გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი