კომპანია Microsoft აგრძელებს თავისი პოზიციების გამაგრებას Open Source საზოგადოებაში. ამის დასტურია ბევრი ნაბი, რომელიც მათ გადადგეს ღია კოდით გავრცელებული პროექტების მხარაჭერისთვის. ახლე უკვე Microsoft უფრო მჭირდროდ უკავშირდება საზოგადოებას და Linux Foundation კონსორციუმის პლატინის წევრი ხდება. ამ კონსორციუმის მთავარი დანიშნულება Linux-ის დაცვა, განვითარება და სტანდარტიზაციაა.
სტივ ბალმერის 15 წლიანი მმართველობის პერიოდში ის თვლიდა, რომ Linux უმთავრესი პრობლემა და საფრთხე იყოს Microsoft-თვის. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი სატია ნადელა კი ამ მიმართულებით რადიკალურად განსხვავებულ ნაბიჯებს დგამს.
ორი წლის განმავლობაში კომპანია გახდა წამყვანი კონტრიბუტორი GitHub-ზე და მას ყველაზე დიდი Open Source განყოფილება აქვს დღისათვის. ამის გარდა ტექნოლოგიური გიგანტი .NET Core 1.0 სრულად ღია კოდით ავრცელებს, მუშაობს FreeBSD-თან და ასევე აქვეყნებს დეველოპმენტისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს. ახლა უკვე Microsoft თანამშრომლობს RedHat, SUSE და სხვა Open Source პროდუქტების განვითარებაზე. ნადელამ არაერთხელ აჩვენა, რომ კომპანიაში უბრალო დირექტორი არ არის და მისი მომავლის ხედვები ძალიან ჭკვიანური და შორს მიმავალია.
“როგორც კომპანიის ღრუბლოვანი პლატფორმა ჩვენ მივისწრაფვით დავეხმაროთ დეველოპერებს მიაღწიონ უფრო მეტს მათი ენებითა და პლატფორმებით”, თქვა სკოტ გარიმ, რომელიც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია Microsoft Cloud და Enterprise Group-ის მიმართულებით. “Linux Foundation არის სახლი არა მხოლოდ Linux-თვის, არამედ უფრო მეტი ინოვაციური პროექტისთვის ღია კოდით. ჩვენ მოხარულები ვართ შევუერთდეთ Linux Foundation-ს და ვითანამშრომლებთ საზოგადოებასთან, რომ დეველოპერებმა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ ინტელექტუალური ღრუბლოვანი და მობილური ტექნოლოგიებისგან”.