რუსეთის მთავრობამ Sailfish OS-ზე შეაჩერა არჩევანი

ფინურმა პროგრამული უზრუნველყოფის სახლმა Jolla განაცხადა, რომ მათი სმარტფონის საოპერაციო სისტემა Sailfish ოფიციალურად მიღებულ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ. პლატფორმა, რომელიც Nokia-სა და Intel-ის MeeGO-ს ნარჩენებზე დაშენდა გამოყენებულ იქნება რუსეთის მთავრობის სამთავრობო სისტემებში. კომპანია მსგავს კონტრაქტებზე მუშაობს ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის მთავრობებთანაც.

რა თქმა უნდა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელი გეოპოლიტიკური ცივი ომისკენ მიდის, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში უკვე უფრო მძაფრად იგრძნობა. რუსეთი და ჩინეთის მსგავსი რეჟიმები გრძნობენ დასავლეთის ტექნოლოგიურ ზეგავლენას. რამდენიმე წლის წინა ორივე ქვეყანამ დაიწყო Windows, Android და iOS სისტემების ადგილობრივი ალტერნატივებს მხარდაჭერად. ამ გზით მათ სურთ ლოკალური ინდუსტრიის წამოწევა, დასავლური კულტურული დომინირების შესუსტება და ამერიკული სპეცსამსახურების შესაძლო თვალთვალისგან დაცვა.

Microsoft, Apple და Google ასევე არის სამიზნე პოლიტიკური თვალსაზრისითაც და აღსანიშნავია ის შემთხვევები, როცა რუსულმა სპეცსამსახურებმა ამერიკული სისტემები, რა დროსაც მოიპარეს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემები. თუ შენი მტერი მოიხმარს ტექნოლოგიებს, რომლის გატეხვაც შენთვის არის შესაძლებელი, ბუნებრივია არ გექნება მათი სარგებლობით სურვილი. სწორედ ამიტომაც რუსეთმა და ჩინეთმა მთავრობაში აკრძალეს Windows კომპიუტერების, iOS და Android მოწყობილობების შესყიდვა.

ამ გარიგებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო და Sailfish უკვე ლიცენზირებულია ლოკალური კომპანიისგან Open Mobile Platform. OMP მუშაობს დეველოპერების საზოგადოების ჩამოყალიბებაზე რუსეთში, რომელიც შექმნიან უფრო დაცულ პროგრამულ უზრუნველყოფას. TechCrunch-თან ინტერვიუში Jolla-ს თანადამფუძნებელმა სამი პიენიმაკიმ თქვა, რომ მას ჯერა უკვე 2017 წლის დასაწყისიდან Sailfish OS-ზე დაფუძნებული მოწყობილობების გაყიდვაში გამოსვლა.

წინა სტატიაცნობილი გახდა LG G6-ის ზოგიერთი დეტალი
შემდეგი სტატიაHuawei-მ ინოვაციური ბატარეები წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი