კომპანია Huawei-მ იაპონიაში გამართულ სპეციალურ სიმპოზიუმზე ინოვაციური ბატარეები წარმოადგინა, რომელიც Wall Laboratory-ს სწავლულებმა შეიმუშავეს. მუშაობის ვადა ორჯერ უფრო გაზრდილია და მაღალ ტეპერატურაზე მუშაობის მიმართაც უფრო დიდი იმუნიტეტი აქვს.
ახალ ლითიუმ-იონის ბატარეებში გრაფენი გამოიყენება. ის აგრილებს აკუმლატრს და მოწყობილობას გადახურებისგან იცავს. თანამედროვე ბატარეების უმრავლესობა ეფექტურია 50 გრადუსამდე ტემპერატურაზე. Huawei-ს აკუმლატორების გამოყენება 60 გრადუსზეც არის შესაძლებელი. ამის გარდა ელექტროლიტში სპეციალური ნივთიერებაა დამატებული, რომელიც აორთქლებას უშლის ხელს, რაც მაღალ ტემპერატურაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ოპტიმიზებულია კათოდისა და ანოდის კონსტრუქცია.
ტესტებმა აჩვენა, რომ მაღალ ტემპერატურაზე ახალი აკუმლატორი 5%-ით ცივია ჩვეულებრივ ანალოგებზე. 70%-ზე მეტი გრაფენის ბატარეები ხელმისაწვდომი რჩება 2 ათასზე მეტი დამუხტვის შემდეგაც 60 გრადუს ტემპერატურაზე. 200 დღის განმავლობაში 60 გრადუსზე მუშაობის შემდეგაც აკუმლატორის მოცულობის მხოლოდ 13% შემცირდა.
Huawei-ს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალი ბატარეები გამოყენებული იქნება დრონებში, ელექტრომობილებში და სხვა მოწყობილობებში. ტექნოლოგია გაამართლებს ცხელ კლიმატიან ქვეყნებში და გაჯეტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება პირდაპირი მზის განათების ქვეშ.
Huawei-მ სწრაფი დამუხტვის ახალი ტექნოლოგიაც აჩვენა, როცა 3000 მილიამპერიანი აკუმლატორის 5 წუთში 48%-მდე დაიმუხტა.