ამერიკული Nikola Motor Company-მ წარმოადგინა პირველი მსოფლიოში სატვირთო, რომელიც წყალბადის საწვავ ელემენტებზე მუშაობს. რა თქმა უნდა ეს სამუშაო კონცეფციაა და სერიული წარმოება მხოლოდ 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. მწარმოებლის განცხადებით, Nikola One განკუთვნილია სხვა და სხვა ტიპის ტვირთის შორ მანძილზე გადაზიდვისთვის და აქვს ბევრნაირი მისაბმელების მხარდაჭერა.

დეტალებს შორის შემქნელებმა მიუთითეს იმაზე, რომ მას 320 კილოვატიანი ბატარეები აქვს, რომლებიც საწვავი ელემენტებით იმუხტება. თუმცა უფრო საინტერესო ის არს, რომ სატვირთოს ელექტრომოტორების ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალა და ბრუნვის მომენტი კი 2700-ს შეადგენ.

ეს სრულიად საკმარისია, რომ ბოლომდე დატვირთული მანქანა 100 კმ/სთ-მდე 30 წამში აჩქარდეს. 6%-მდე აღმარში ასვლას მანქანა სვლის შენელების გარეშე ახერხებს. იმისათვის, რომ დაღმართში არ შეიქმნას პრობლემები, ინჟინრებმა რეკუპერატიული მუხრუჭების სისტემა დაამატეს. სატვირთოს სიმძიმის ცენტრი დაბალია, ამიტომაც მისი მართვა არც ისე რთული იქნება.

f6cdee755c62405f46f07a30f9f9b790

რა თქმა უნდა დიდი ყურადღება მიაქციეს კაბინასაც, სადაც ყველაფერი ფუტურისტულად გამოიყენება. ერთ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის მთელს პერიმეტრზე თვალყურის სისტემა, რაც საგზაო მოძრაობის სრულად კონტროლის საშალებას აძლევს მძღოლს. დიზელის ანალოგებთან შედარებით შიდა ფართობი 30%-ით არის გაზრდილი. წინა პანელზე განთავსებულია ორი დიდი ეკრანი. ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც მძღოლის წინ არის მოთავსებული გამოისახება დეტალური ტექნიკური მონაცემები. მეორე ეკრანი უფრო პლანშეტია და მასზე ნავიგაცია და კამერების გამოსახულებაა გამოტანილი. აქვე არის ქსელთან კავშირიც. მძღოლებისთვის არის ორი საწოლი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, მაგიდა და კარადა.

მთავარი რა თქმა უნდა არა კარადა და მაგიდაა. დეველოპერები გვარწმუნებენ, რომ მათი პორექტი დაეხმარება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, რომელიც შორ მანძილზე მოძრაობს. დღეისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის ხდება რადგანაც 2020 წლისათვის ზოგიერთი ქვეყნები აპირებენ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების რეგისტრაციას. თუ მსუბუქი ავტომობილების ბაზარზე უკვე ბევრი მოთამაშე ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, ხოლო სატვირთო მანქანებში ეს თემა ჯერ თითქმის არავის დაუმუშავებია.

კონსტრუქციიდან გამომდინარე სატვირთოს შეუძლია წყალბადით დამუხტვის გარეშე 1,3 დან 1,9 ათას კილომეტრამდე გაიარაოს. შესაძლებელია ავტომობილის ყველა ბორბლის დამოუკიდებლად მართვა. დეველოპერები თვილიან, რომ ამით მანევრირების საშუალებას უმჯობესდება.

Nikola One-ის მასა 8,2 დან 9,5 ტონამდეა კომპლექტაციიდან გამომდინარე. სამწუხაროდ მისი ფასი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობა ამობს, რომ მანქანების შეძენა ლიზინგით იქნება შესაძლებელი. წინასწარი შეკვეთის გაკეთებაც რა თქმა უდნა არის შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა წინასწარ 1 000 დოლარის გადახდა.

Nikola Motor Company აპირებს ა.შ.შ-სა და კანადაში ააშენოს წყალბადის გასამართი სადგურების ქსელი. მშენებლობა 2018 წლიდან დაიყება და სულ 364 სადგური აშენდება, რომლებიც 2019 წელს შევა ექსპლოატაციაში.

წინა სტატიაშეამოწმეთ თქვენი iPhone 6S-ის ჯანმრთელობა
შემდეგი სტატიაOnePlus 5 – 2017 წელს გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი