კომპანია OnePlus-მა შესაძლოა გამოტოვოს OnePlus 4-ის გამოშვება და პირდაპირ მე-5 სერიაზე გადავიდეს. მსგავსად მოქცა Meizu, როცა M3-ის მერე პირდაპირ M5 გამოუშვა, რადგანაც აზიაში ციფრი 4 უიღბლოდ ითვლება და მომხმარებელი თავს არიდებს პროდუქტებს ამ აღნიშვნით. PhoneRadar-ის ინფორმაციით OnePlus 5 2017 წელს გამოვა და შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სმარტფონი გახდეს.
OnePlus 5-ის გამოსვლა მომავალი წლის მე-2 კვარტალშია მოსალოდნელი და მას კერამიკული კორპუსი ექნება. კერამიკა შუსაზე მყარია, თუმცა სხვაობა მნიშვნელოვანი არ არის. აღსანიშნავია, რომ ადრე მწარმოებელმა უკვე გამოუშვა კერამიკის კორპუსის მქონე OnePlus X – შეზღუდული რაოდენობით.
მოწყობილობის სავარაუდო მონაცემები მიუთითებს Qualcomm Snapdragon 835 ჩიპსეტზე, 6 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებაზე და 5.5 დიუმიან Quad HD, AMOLED ეკრანზე.
თავის დროს OnePlus 3 რამდენიმე თვის განმავლობაში იყო მსოფლიოსი უძლიერესი სმარტფონი და ახლა ის მე-9 ადგილზეა, როცა პირველობას iPhone 7 Plus და iPhone 7 ფლობს. სრულიად შესაძლებელია, რომ ახალი ჩიპსეტის წყალობიტ OnePlus 5-მა რეიტინგის ლიდერობა მოიპოვოს.