კომპანია Sony-მ განაახლა თავისი უახლესი სმარტფონები Android-ის უახლეს ვერსიამდე. როგორც ჩანს წელს იაპონურმა მწარმოებელმა უარი არა მხოლოდ Xperia Z-ზე არამედ ძველ ჩვევებზეც თქვა. Sony-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოუშვა Android 7.0 თავისი მოწყობილობებისთვის და ასევე განაახლა მოწყობილობების დიდი რაოდენობაც, რითაც სხვა მწარმოებლებს აჯობა კიდევ. ცოტა ხნის წინა გამოვიდა Xperia X Perfomance და Xperia XZ სმარტფონებისთვის, ხოლო ახლა ეს განახლება Xperia X სმარტფონებზეც გავრცელდა, რომელთა შორის არის ორ ბარათიანი Xperia X Dual და Xperia X Compact.
ამ წუთისათვის განახლება ხელმისაწვდომია Xperia X, Xperia X Dual და Xperia X Compact-ზე გარკვეული რეგიონებისთვის. თუ თქვენს სმარტფონზე ჯერ არ მოსულა განახლება არ იდარდოთ, რადგანაც ის აუცილებლად გამოჩნდება უახლოესი დღეების ან კვირების განმავლობაში.
Android 7.0 განახლების ფარგლებში Sony-მ ახალი აპლიკაციებშ ძიების საშუალება დაამატა, რომელიც ზევიდან ქვევით სვაიპით აქტიურდება მთავარ ეკრანზე. შესაძლებელია სურათების და ვიდეოს წინასწარი დათვალირება მესიჯების აპლიკაციეში, არის სწრაფი წვდომა კამერაზე და MMS-ის გაგზავნაზე. ასევე არის მრავალფანჯრიანი რეჟიმი ორ აპლიკაციასთან ერთდროულად მუშაობისათვის და სწრაფი გადასვლა ბოლოს გახსნილ აპლიკაციებზე. გაუმჯობესდა ავტონომიურობა Doze და Stamina რეჟიმების გამოყენებით. ასევე განახლდა კამერის აპლიკაცია და ბევრი სხვა წვრილმანი.
ასევე შეგახსენებთ, რომ Sony-მ პირობა დადო, რომ პირველი იქნება მწარმოებლებს შორის, რომელიც Google-ის შემდეგ განაახლებს თავის მოწყობილობებს Android 7.1.1 ვერსიამდე.