კომპანია LG-ის ანონსმა ოთხი ახალი სმარტფონის გამოსვლის შესახებ გვაუწყა. LG Stylus 3 (LG Stylo 3 – ა.შ.შ-ში) საინტერესო მოდელია სტილუსით, ხოლო დანარჩენი სამი მოწყობილობა K-სერიის ბიუჯეტური ტელეფონებია.

მოდელი Stylus 2-ს ჩაანაცვლებს და მისი უმთავრესი თავისებურება კომპლექტში შემავალი სტილუსია, რომელიც სხვა და სხვა მოქმედებებს ასრულებს დიდ ეკრანზე. სტილუსის წვერის სისქე სულ რაღაც 1.8 მილიმეტრია.

Stylus 3-ის ტექნიკური მონაცემები:

  • ეკრანი: 5,7 დიუმი In-cell Touch, 720×1280 წერტილი (258ppi)
  • ჩიპსეტი: MediaTek MT6750, 8 ბირთვი, 1,5 გჰც.
  • ოეპრატიული: 3 გბ.
  • შიდა: 16 გბ.
  • microSD: არის
  • მთავარი კამერა: 13 მპ.
  • წინა კამერა: 8 მპ.
  • თითის ანაბეჭდების სკანერი: არის
  • აკუმლატორი: 3200 მა/სთ, მოხსნადი
  • კომუნიკაცია: LTE, Wi-Fi (802.11 b, g, n), Bluetooth 4.2, USB 2.0
  • სისტემა: Android 7.0
  • ზომები: 155.6 x 79.8 x 7.4 მმ.
  • წონა: 149 გ.

ბიუჯეტურ სეგმენტში K სერიის მოდელებსაც შეეხო განახლება და მივიღეთ ახალი K10, K8 და K3 სმარტფონები. შესაძლოა როგორც Samsung-ის A და J სერიებშია, მწარმოებელი მოდელში გამოშვების წელსაც გამოიყენებს. ამბობენ, რომ კომპანია LG ახალი K სერიის სმარტფონებსა და Stylus 3-ს CES 2017-ზე წარმოადგენს.

წინა სტატიაNokia-მ ახალი საპატენტო ომი წამოიწყო Apple-ის წინააღმდეგ
შემდეგი სტატია“TRAVELXP 4K” უერთდება „SES ULTRA HD“ მიმართულებას ჩრდილოეთ ამერიკაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი