Apple-ს 32 პატენტის დარღვევაში ედება ბრალი, რომელიც Nokia-ს საკუთრებაა. როგორც ცნობილი გახდა iPhone-ის მწარმოებელთან მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

Nokia-ს სარჩელი ტეხასის რაიონულ სასამართლოში ასევე მიუნხენის, მანგეიმისა და დიუსელდორფის სასამართლოებში შევიდა, თუმცა კომპანია სხვა ინსტანციებში ჩივილსაც აპირებს.

მწარმოებელი ამბობს, რომ 20 წლიანი კვლევები მას 115 მილიარდამდე დოლარი დაუჯდა. ამის გარდა ის ფლობს Alcatel-Lucent-ის საპატენტო პრტფოლიოს და NSN-ს, რომელიც Siemens-ისგან შეიძინა.

ფინური ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Apple მათ პატენტებს უხეშად არღვევს ეკრანების წარმოების სფეროში, პროგრამულ უზრუნველყოფაში, სამომხამრებლო ინტერფეისებში, ვიდეოს კოდირებაში და ჩიპსეტების შექმნაში. 2011 წელს iPhone-ის მწარმოებელი დათანხმდა Nokia-ს რიგი პატენტების ლიცენზირება მოეხდინა, თუმცა შემდგომში არ გადაუხდია შესაბამისი გადასახადები. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით Apple-ში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.

Nokia ადრეც უჩიოდა Apple-ს პატენტების დარღვევაზე. 2009 წელს ფინელებმა Apple-ს iPhone-ის გამო უჩივლეს, თუმცა მაშინ შეთანხმება მიღწეული იქნა და გიგანტი დათანხმდა სალიცენზიო გადასახადებს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ შემდეგში მათ ამ შეთანხმების პირობები დააღვიეს.

შეგახსენებთ, რომ Nokia ძალიან მალე ახალ Android სმარტფონებს წარმოადგენს MWC 2017-ის ფარგლებში.

წყაროStreetInsider
წინა სტატიაLG ProBeam – ყველაზე მსუბუქი ლაზერული პროექტორი
შემდეგი სტატიაLG Stylus 3 – სტილუსიანი სმარტფონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი