კომპანია Apple-მა Withings-ის მოწყობილობების გაყიდვები შეაჩერა, რომელიც Apple Store-ში იყო ხელმისაწვდომი. AppleInsider-ის ცნობით ეს Nokia-თან საპატეტო ომის ფარგლებში გაკეთდა. ინტერნეტ მაღაზიის ასორტიმენტიდან ამოღებულ იქნაბ Body Cardio Scale და Smart Body Analyzer, ასევე წნევის საზომი Wireless Blood Pressure Monitor. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს საპასუხო ზომები Apple-მა მის წინააღმდეგ წამოწყებული
საპატენტო სარჩელების საპასუხოდ მიიღო.