Android-ის მომხმარებლების საზოგადოება შეძრა სიახლემ, იმის შესახებ, რომ კომპაია Cyanogen თავის სერვისებს დახურავს და CyanogenMOD-ის ყოვლედღიურ განახლებებსაც შეწყვეტს მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. რომის ფანატებს უკვე გაუჩნდათ უამრავი კითხვა პროექტის სამომავლო გეგმების შესახებს, ამიტომაც Cyanogen-მა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა სადაც დაწვრიდლებით არის საუბარი CyanogenMOD-ის მომავლის შესახებ. როგორც მოსალოდნელი იყო CyanogenMOD არსებობას განაგრძობს და მას ახალი სახელი Lineage OS ერქმევა.
Cyanogen-ის შეტყობინებაში ნათქვამია:
CyanogenMOD ყოველთვის იყო უფრო მეტი ვიდრე სახელი და უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა. CM-ის წარმატების საიდუმლო მისი სული, ინოვაციები და ცალკეული მონაწილეების ძალისხმევა იყო. ეს უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი რებრენდინგი. ეს განშტოება დაუბრუნდება მრავალრიცხოვან საზოგადოებას, რომელიც CyanogenMOD-ს განსაზღვრავდა და შეინარჩუნებს ჩვეულ ხარისხსა და საიმედოობას.
CyanogenMOD კარგად ემსახურა საზოგადოებას 8 ხაგრძლივი წლის განავლობაში. ეს იყო ჩვენი სახლი სადაც მეგობრები მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ, რომ გაეზიარებინათ მშენებლობისგან მიღებული სიხარული. ამის დასტურად დღესასწაულებზე ჩვენ აუცილებლად გამოვხატავთ მადლიერებას და პატივისცემას. ჩვენ გვეამაყება Lineage, რადგანაც მივიწევთ მხოლოდ წინ და ვაგრძელებთ ტრადიციებს.
Lineage OS-თვის უკვე შექმნილია ოფიციალური საიტი, მაგრამ იქ ჯერ საინტერესო არაფერი ხდება. პროექტი მუშაობას განაგრძნობს ღია კოდით და შეინარჩუნებს CyanogenMOD-ის ყველა ფუნქციას Cyaogen inc.-ის მხარდაჭერის გარეშეც.