Yi Technology-ს ახალი კამერა 4K 60fps – ვიდეოს გადაიღებს

ექშენ კამერები დროთა განმავლობაში უფრო შთამბეჭდავი აპარატული შესაძლებლობებით გამოდის, მაგრამ 4K-ის მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით მაინც პრობლემურია მწარმოებლებისთვის. საუკეთესო კამერას, რომელიც დღეს ხელმისაწვდმონია ბაზარზე შეუძლია 15-დან 30 კადრამდე წამში 4K ვიდეოს გადაღებისას, რაც მომხმარებელის 2.7K-ზე ჩამოსვლისკენ უბიძგებს, რითაც უფრო სუფთა ვიდეო გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი. Xiaomi-ს შვილობილი კომპანია Yi-ს ანონსს თუ დავუჯერებთ მათი ახალი კამერა CES 2017-ზე იქნება წარმოდგენილი და 4K ვიდეოს გადაღებას 60 კადრი წამში სიხშირით შეძლებს.

Yi 4K+ ჩაანაცვლებს ორიგინალურ 4K ექშე კამერას და მის შესაძლებლობებს გააორმაგებს. წინა მოდელს 2.19 დიუმიანი ეკრანი, 2 საათი აკუმლატორის მუხტი და WiFi-ქსელში ვიდეოს სტრიმინგი შეეძლო. კამერა კომპანიის Erida დრონთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რომელიც 120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს 40 წუთის განმავლობაში. ორივე პროდუქტის ტექნიკური მახასიათბლები დღისათვის რეკორდულია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი რასაც Xiaomi შემოგვთავაზებს CES 2016-ზე.

წინა სტატიაApple-მა Withings-ის გაყიდვები შეაჩერა
შემდეგი სტატიახელოვნური ინტელექტის 2016 წლის 16 მიღწევა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი