AlphaGo-მ გოს ჩემპიონი დაამარცხა

Google-ის მიერ შექმნილმა პროგრამამ AlphaGo-მ ევროპის სამგზის ჩემპიონი ვან ჰუეი და შემგომში მე-9 პროფესიონალური დანის მფლობელი ლი სედოლი დაამარცხა. ეს გამარჯვება Deep Blue-ს მიერ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის გარი კასპაროვის დამარცხებას შეადარეს და მეტიც, რადგან ექსპერტების აზრით გოს თამაში უფრო რთულია ვიდრე ჭადრაკის.

გაიმარჯვა საჰაერო ბრძოლაში

სისტემა Alpha-მ გაიმარჯვა შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ პოლკოვნიკზე ჯინ ლიზე. ორთაბრძოლა კომპიუტერულ სიმულატორზე გაიმართა. ლის 10 წელზე მეტი გამოცდილება ქონდა ასეთ პროგრამებთან ურთიერთობაში, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა მაინც შეძლო მისი დამარცხება. პროგრამამ ყოველ ჯერზე ზუსტად იწინასწარმეტყველა ადამიანის მოქმედებები და მყესეულად მოახდინა რეაგირება

გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე

ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა. ექიმები თვლიდნენ, რომ პაციენტი მწვავე მელიოდური ლეიკოზით იყო ავად, მაგრამ მკურნალობა უშედეგო იყო. თერაპია, რომელიც ახალი დიაგნოზის მიხედვით ჩატარდა წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ავადმყოფის სიცოცხლე იხსნა.

იწინასწარმეტყველა ტრამპის გამარჯვება

Artiso-ს დეველოპერმა ედუარ ტიანოვმა გამოიყენა მიუ ლის სპეციალური მოდელი, რითაც გამოთვალა ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. განსაზღვრებების შედარების მიხედვით, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ტრამპსა და კლინტონს მიანიჭა, სისტემამ ერთმნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა პირველი კანდიდატის სასარგებლოდ.

აღმოაჩინა ბიბლიის შესახებ ახალი დეტალები

კომპიუტერულმა სისტემამ დაადგინა, რომ ძველი აღქმის მთავარი ტექსტები ბაბილონამდე იყო შემნილი. ასეთი დასკვნა თიხის თავის ქალების ანალიზის შედეგად მოხერხდა, რომლზეც პირველი ბიბლიური ნაწერებია შესრულებული.

შეძლო ფოტოგრაფიების გაუმჯობესება

ავსტრიელმა პროგრამისტმა ალექს ჯეი ჩამპანდერდმა შექმნა პროგრამა, როემლიც დაბალი გარჩევადობის მქონე ფოტოგრაფიების ხარის აუმჯობესებს. სისტემა “ქმნის” გამოსახულების დეტალებს და ეს საკმაოდ კარგად გამოდის

ისწავლა შავ-თეთრი ფოტოების გაფერადება

კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ნეიროქსელების საშუალებით ბერკლიში შავ-თეთრი ფოტოები გააფერადეს. ხელოვნურმა ინტელექტმა დამოუკიდებლად განსაზღვა ობიექტების საზღვრები და შეარჩია შესაბამისი ფერები.

იურისტად დაიწყო მუშაობა

და არა მხოლოდ რიგით იურისტად, ის გახდა განყოფილების მეთაური, რომელიც 50-მდე თანამშრომელს მართავს, იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოზე წარდგენის შესახებ და მათ არგუმენტირებას ახდენს. Baker & Hostler-ის ახალი თანამშრომელი ხელოვნური ინტელექტი ასევე მუშაობს DoNotPay პროექტზე, რომელიც პარკინგის ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება კლიენტებს.

შეძლო ამოეცნო ბოსის მოახლოება

იაპონელმა პროგრამისტმა ჰიროკი ნაკაიამამ შექმნა პროგრამა Boss Sensor, რომელიც ხელმძღვანელის მოახლოებას გრძნობს. ვებ კამერით მისი სახელის ამოცნობის შემდეგ ის ავტომატურად მალავს ყვლა ფანჯარას და ეკრანზე წინასწარ გამზადებულ სურათს აჩვენებს.

ისწავლა ტკივილის ამოცნობა

მიმიკის ცვლილების ანალიზის საფუძველზე ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო გაეგო თუ როდის ტკიოდა კადრზე გამოსახულ ადამიანს. უფრო მეტიც, სისტემას ასწავლეს გაერჩია ტკივილის 16 საფეხური. სისტემის გამოყენებას საავადმყოფოებში გეგმავენ და თუ პაციენტს ტკივილები შეაწუხებს ის ავტომატურად გამოიძახებს მედდას ან ექიმს.

შეძლო სისხლის ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს ადამიანის ასაკი

ადამიანის სისხლში არსებული მარკერების ანალიზის საფუძველზე, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ზუსტად განსაზღვრავს პაციენტის ასაკს. სისტემის სიზუსტემ 83.5 პროცენს მიაღწია.

შეისწავლა ადამიანის მოძრაობების იმიტაცია

რობოტი Alter მოძრაობს ბრძანებების შესაბამისად, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი კარნახობს. მას შეუძლია ადამიანის ჟესტებისა და მიმიკის გადაცემა მის გარშემო მყოფი ადამიანების მოძრაობებზე დაყრდნობით, ასევე შეუძლია იმღეროს

დაწერა წიგნი და ფილმის სცენარი

ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ პირველი სრულყოფილი ფილმის სცენარი სისტემამ სწორედ 2016 წელს შექმნა. ამ სცენარის საფუძველზე გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი Sunspring, რომლის მთავარ როლშიც “სილიკონის ველის” მსახიონი ტომას მიდლდიტჩი თამაშობს. ამის გარდა ხელოვნურმა ინტელექტმა პრაქტიკულათ დამოუკიდებად დაწერა რომანი, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი რეცენზიები მოიპოვა და შინში ჰოჩის პრემიაზეც კი იყო წარდგენილი.

შექმნა პირველი მელოდია

ხელოვნური ინტელექტის მიღწევები მუსიკაში კიდევ უფრო შთამბეჭდავია. პირველი მელოდია, რომელიც კომპიუტერმა შექმნა Moogfest-ზე წარმოადგინეს.

შეძლო ვიდეოში მთავარი გმირის ამოცნობა

ნეიროქსელმა, რომელიც Google-მა შექმნა ყოველი კადრის ანალიზის საფუძველზე შეძლო დაედგინა ყურადღების ცენტრში მყოფი ობიექტი და ამით დაადგინა სიუჟეტის მთავარი გმირი. ამის გარდა სისტემამ გამოსახულების დეტალური აღწერა ისწავლა და მასზე საჭირო ობიექტების პოვნა შეძლო.

ისწავლა ოცნება

Google-ის ხელოვნურმა ინტელექტმა Deep Mind, ადამიანივით ოცნება შეძლო. ამით მან ვიდეოთამაში Unreal-ის დახურვა 10-ჯერ უფრო სწრაფად შეძლო, ვიდრე სხვა მსგავსმა სისტემებმა. სწრაფად გამარჯვებისთვის სულ რაღაც წინა წარმატებების გახსენება და კიდევ ერთხელ ქულების მიღებაზე ფიქრი აღმოჩნდა საჭირო.

 

 

 

 

  • ტეგები
  • AI
წინა სტატიაYi Technology-ს ახალი კამერა 4K 60fps – ვიდეოს გადაიღებს
შემდეგი სტატიაIntel NUC-ის ახალ თაობას ახალი პროცესორები და დიზაინი აქვს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი