ბრენდის ახალმა მფლობელმა Nokia-ს პირველი Android სმარტფონი წარმოადგინა, თუმცა არის ერთი პრობლემა: ის მხოლოდ ჩინათში გაიყიდება. ფინურმა კომპანიამ HMD Global-მა Nokia 6 გამოუშვა, რომელიც LTE სმარტფონია Android Nougat საოპერაციო სისტემით. ტელეფონს 5.5 დიუმიანი HD ეკრანი, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს. სიახლეს Snapdragon 430 პროცესორი, 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.
როგორც მწარმოებელი ამბობს Nokia 6-ის მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გამოსვლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ბრენდის წარმატებისთვის. კომპანიას არ დაუკონკრეტებია გაყიდვების დასაწყისი თუმცა ცნობილი გახდა ფასი რომელიც 1,699 იუანია (246 დოლარი).