მონაცემთა შენახვის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა უამრავ უპირატესობას ფლობს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ამ მონაცემების შენახვაზე არანაირი კონტროლის მექანიზმი არ გაგაჩნიათ. თუნდაც სერვერული ხარვეზი შეიძლება თქვენი ინფორმაციის გაჟონვის ან დაკარგვის მიზეზი გახდეს. სწორედაც, რომ ღრუბლოვანი სერვისების უპირატესობების შენარჩუნებითა და პრობლემების მოგვარებით დაკავდა კომპანია Fasetto, რომელმაც CES2017-ზე Link მონაცემთა საცავი წარმოადგინა. მოწყობილობა შეგიძლიათ მუდმივად თან ატაროთ და მასთან დასაკავშირებლად კაბელიც კი არ არის საჭირო.

Link-ში 2 ტერაბაიტი მოცულობის Samsung-ის მეხსიერება და მისივე Exynos 7420 პროცესორია მოთავსებული. მოწყობილობის გაბარიტებია 50.8 x 50.8 x 25.5 მმ და სულ რაღაც 85 გრამს იწონის. ამის გარად კორპუსი საიმედოდ არის დაცული გარეშე ზემოქმედებისგან, როგორიცაა ექტრემალური ტემპერატურები და ატმოსფერული ცვლილებები. გაჯეტი სარეცხ მანქანაში მოხვედრასაც კი გაუძლებს.

Link-ში შენახულ მონაცემებზე წვდომ ნებისმიერი მოწყობილობიდან არის შესაძლებელი გამოყოფილი Wi-Fi არხის, მობილური ქსელს, Bluetooth ან USB Type-C ინტერფეისების საშუალებით. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მფლობელი შეძლებს განსაზღვროს წვდომის უფლებები და დაშიფრვა ინფომაციის დამატებითი უსაფრთხოებისათვის.

2 ტერაბაიტიანი მოდელის ფასი 1150 დოლარს შეადგენს, თუმცა ხელმისაწვდომი ინქბე 256 გიგაბაიტიანი მოდელიც 349 დოლარად.  LTE ქსელის მხარდაჭერისათვის რა თქმა უნდა 150 დოლარის დამატებაც მოგიწევთ.

წინა სტატიაგამოვიდა Nokia-ს პირველი Android სმარტფონი
შემდეგი სტატიაSamsung-ის ახალი კომპიუტერი მონობლოკსა და საუნდბარს აერთიანებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი