CES2017-ზე Samsung-მა ახალი მონობლოკი წარმოადგინა, რომელიც განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. თხელი მონიტორი დახრილობის შეცვლის შესაძლებლობით, რომელიც მიმაგრებულია ჰორიზონტალურ აკუსტიკურ სისტემაზე და ორი დინამიკისგან შემდგარ საუნდბარს წარმოადგენს. ამავე საუნდბარის კორპუსში არის მოთავსებული პროცესორი და სხვა დანარჩენი მოწყობილობები.

თუ ტექნიკურ მონაცემებს შევეხებით Samsung-ის ახალი კომპიუტერი 24 დიუმიანი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი და FullHD (1920×1080) გარჩევადობა აქვს. სისტემა მუშაობს Intel Core i5-7400T პროცესორზე და შესაძლებელია 8 ან 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელის შეკვეთა. მყარი დისკის მოცულობა 1 ტერაბაიტია. როგორც Samsung ამბობს, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გაზარდოს, როგორც ოპერატიული ასევე მყარი დისკის მოცულობაც.

რაც მთავარია კორპუსში არის ორი 10 ვატიანი დინამიკი და ყველანაირი პორტები პერიფერიული მოწყობილობების მიერთებისათვის (USB, HDMI და ა. შ). არის SD ბარათების სლოტი, ფრონტალური კამერა, რომელიც სახის ამოცნობისთვისაც გამოდგება Windows Hello სისტემისათვის. საინტერესოა ისიც, რომ მუსიკის მოსასმენად საერთოდ არ არის საჭირო კომპიუტერის ჩართვა და ის ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია Bluetooth-ის საშუალებით, როგორც სმარტფონიდან ასევე სხვა თავსებადი მოწყობილობიდან.

 

წინა სტატიაLink – 2 ტერაბაიტი ჯიბეში
შემდეგი სტატიაSpeedtest.net – აპლიკაცია Windows და Mac-ზე გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი