დიდი რაოდენობის ონლაინ სერვისების გამოჩენასთან ერთად მომხმარებლები პრაქტიკულად მთელს პირად ინფორმაციას ინტერნეტში ინახავენ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები რეგულარულად მუშაობენ უსაფრთხოების გაძლიერებაზე მათ აპლიკაციებსა და სერვისებში. მიუხედავად მიღებული ზომებისა Google-ის ინჟინრები ფიქრობენ, რომ არ არსებობს შიფრაციის გასაღებების გაცვლის ერთიანი საჯარო მეთოდი, რომელიც აპლიკაციების დიდ რაოდენობასთან იქნებოდა თასებადი. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით კომპანიამ პროექტი Key Transparency შექმნა, რომელის ფარგლებშიც შეიქმენბა მარტივი მეოთი, რომლითაც განხორციელდება შეერთება თუნდაც დაუცველის სერვისებისთვის.

Google-ის თანამშრომლების რაიან ჰერსტისა და ჰარი ბელვინის აზრით, ადამიანების უმრავლესობა პრობლემებს აწყდება ინფორმაციის დაშიფრცისას და PGP-ის და მისი მსგავსი აპლიკაციები, რომლებიც ინფორმაციის გაცვლისთვისაა განკუთვნილი მოუხერხებელია იმ შემთხვევაში თუ გასაღბების შემცველი სერვერი გამოვა მწყობრიდან და კლიენტს ხელით მოუწევს შეტყობინების გმოშიფრვა. Key Transparency-ის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას გამჭვირვალე ხელმისაწვდომი კატალოგი, რომლის საშუალებითაც დეველოპერები ნებისმიერი სირთულის და მოწყობის მქონე სისტემებს შექმნიან. ამით მოხდება არა მარტო მონაცემების დაცვა, არამედ საკმაოდ გამარტივდება სპეციალისტებისთვის მომხმარებლების ინფორმაციის დაშიფრვის და წვდომის გადანაწილების პრობლემა.

ამ ეტპაზე Key Transparency საწყის სტადიაშია და ხელმისაწვდომია ღია კოდის სახით ყველა მსურველისათვის.

წინა სტატიაOpera Neon – ახალი ბრაუზერი
შემდეგი სტატიაცნობილი გახდა Nintendo Switch-ის ტექნიკური მონაცემები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი