იანვარში CES 2017-ზე კომპანია LG-მ რამდენიმე ახალი სმარტფონი წარმოადგინა, მათ შორის სმარტპედი Stylus 3 და განახლებული K სერია. ორი კვირის შემდეგ კი სამშობლოში მათ აჩვენეს ახალი ბიუჯეტური სმარტფონი X300. აპარატი 5 დიუმიანი HD ეკრანითაა აღჭურვილი და აქვს ოთხ ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 425. რაც მთავარია მოწყობილობას Android 7.0 Nougat საოპერაციო სისტემა აქვს.

გარეგნულა X300 სრულიად იმეორებს უფრო ადრე წარმოდგენილ LG K8-ს, ხოლო ტექნიკურად სიახლე მხოლოდ გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით გამოირჩევა. წინა პანელი მომრგვალებული შუშითაა დაფარული, ხოლო უკანა ტექსტურირებულ პანელზე თითის ანაბეჭდების სკანერია დატანილი.

LG X300-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 5-დიუმიანი HD ეკრანი, In-Cell ტექნოლოგია;
  • ოთხ ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 425 -1,4 გჰც. სიხშირით;
  • გრაფიკული ჩიპი Adreno 308;
  • 2 ოპერატიული მეხსიერება;
  • 16 ჩაშენებული მეხსიერება;
  • microSD ბარათების სლოტი;
  • 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა;
  • 5-მეგაპიქსელიანი წინა კამერა;
  • აკუმლატორის მოცულობა 2 500 მა/სთ;
  • თითის ანაბეჭდების სკანერი;
  • კავშირი: LTE, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 4.2, NFC;
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.0 Nougat.

ახალი LG X300-ის ფასი დაახლოებით 215 დოლარი იქნება, ხოლო მისი გაყიდვების დაწყება სამხრეთ კორეის მიღმა  ჯერ ჯერობით არ არის გადაწყვეტილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here