მთავარი ინტერნეტი სოციალური ქსელები

Vine-ის ვიდეოებმა სამუდამო არქივში გადაინაცვლა

Vine საბოლოოდ მაინც არ დაიხურება. ექვს წამიანი ვიდეო ჰოსტინგი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და მასიურ კულტურაში ახალი სახეების გამოჩენას შეუწყო ხელი არქივის სახით განაგრძნობს არსებობას სადაც ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი ვიდეოები იქნება წარმოდგენილი.

Vine-ის არქივი Vine.co მისამართზე იქნება ხელმისაწვდომი სპეციალური მთავარი გვერდით სადაც მილიონობით დაარქივებული ვიდეოზე წვდომა კატალოგის სახით არის შესაძლებელი. სერვისი დაყოფილია კატალოგებად, როგორიცაა სპორტი, ცხოველები, ხელოვნება და კომედია.

სამწუხაროდ ამ ვიდეოების სხვაგან გადატანის საშუალება უკვე არ იქნება და ისინი, სამუდამოდ ჩაკეტილი იქნება ინდივიდუალური არქივის გვერდებზე. უკვე გაზიარებული ვიდეოები რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი იქნება სანამ მათი ასლი არქივიდან არ წაიშლება, თუმცა ლუპების დათვლა და გაზიარების ფუნქციები გაიყინა. თუ თქვენ ამ ფორმატის ფანი ხართ და მოისურვებთ მომავალშიც გადაიღოთ ვაინები ამისთვის Vine Camera აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა მათი გამოქვეყნება მხოლოდ ტვიტერის თაიმლაინზე შეგეძლებათ.

წინა სტატიაგეიბ ნიუელმა Half-Life 3-ის შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიაNexdock – Intel Compute Card-ზე დაფუძნებული მოდულური PC

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი