დიდი ხნის განმავლობაში CyanogenMod ყველაზე პოპულარული არაოფიციალური საოპერაციო სისიტემა იყო ძალიან ბევრი მოწყობილობის მხარდაჭერით. მას შემდეგ რაც Cyanogen დაიშალა და CyanogenMod მხარდაჭერის გარეშე დარჩა კომპანიამ Lineage OS-ის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პროექტს გააგრძელებს. არც ისე დიდი ხნის წინ დეველოპერებმა თქვეს, რომ Android Marshmallow და Nougat-ის ბაზაზე ანაწყობები უახლოეს მომავალში იქნება მზად. CyanogeMod-ისგან განსხვავებით Lineage OS-ში არ იქნება root-ის უფლებები ჩართული და მისი გააქტიურება დამატებით zip პაკეტის საშუალებით მოგიწევთ. კიდევ ერთი საშუალება root-ის მიღებისთვის კომპილაციაა სადაც უკვე თქვენ გადაწყვეტთ გქნონდეთ თუ არა superuser-ის უფლებები.

ყველაზე უსიამოვნო სოეპრაციო სისტემის შეცვლისას ეს ყველა მონაცემისა და პარამეტრის დაკარგვაა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის Lineage OS-ის დაყენება პირდაპირ CM13-ზე ან CM 14.1-ზე არის შესაძლებელი, რაც საშუალებას მოგცემთ ხელუხლებლად შეინარჩუნოთ სამომხმარებლო მონაცემები.

წინა სტატიაNexdock – Intel Compute Card-ზე დაფუძნებული მოდულური PC
შემდეგი სტატიაLineageOS – უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი