მთავარი Software საოპერაციო სისტემები

LineageOS – უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად

ღია კოდის მქონე CyanogeMod პროექტი ფორმალურად ხელახლა დაიბადა, როგორც LineageOS. უკვე პრიველი ექსპერიმენტული და ღამის ანაწყობები გახდა ხელმისაწვდომი ოფიციალური სერვერიდან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სმარტფონებისთვის არის ფაილები ხელმისაწვდომი. მათ შორის არის Nexu 5X, Nexus 6P, OnePlus One, Nextbit Robin, Samsung, Motorola, LG და Xiaomi-ს ზოგიერთი მოდელები. მათთვის ვინც მანამდე Cyanogen-ით სარგებლობდა არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ ელოდებათ გარდა ახალი სახელისა, ლოგოსი და ზოგიერთი სისტემური ცვლილებისა, რომელიც რებრენდინგის პროცესს სჭირდება.

გასული წელი წარუმატებელი აღმოჩნა Cyanogen Inc-თვის და მათ გადაწყვიტეს Cyanogen OS-ის წარმოება და მხოლოდ Android საოპერაციო სისტემის დანამატებზე იმუშავებენ ნაცვლად საკუთარი საოპერაციო სისტემისა. რა თქმა უნდა CyanogenMOD პროექტი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კომერციულ პროექტთან, თუმცა დეველოპერების საზოგადოებამ გადაწყვიტა პროექტი ახალი სახელით გაეგრძელებინა, რითაც უამრავი უკვე წარმოებიდან მოხსნილი და განახლებები გარეშე დარჩენილი მოწყობილობებისთვის ერთადერთი საშუალებაა უახლესი Android-ის მიღებისთვის.

თქვენი მოწყობილობისთვის LineageOS-ის ჩამოსატვირთად გადადით ოფიციალური ჩამოტვირთვების გვერდზე.

წინა სტატიაLineage OS-ში root-ის უფლებები გამორთული იქნება
შემდეგი სტატიაSamsung-მა Snapdragon 835-ის მარაგების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი